„ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, მე მას ვუთხარი ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იქ იყვნენ…“ – ლაშა ჟვანიამ პატრიარქის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაიხსენა


image

ილია მეორე გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, კულტურულ და სახალხო დიპლომატიას აწარმოებდა იმ მარწუხების პირობებში, რაც საბჭოთა კომუნისტურ პერიოდში ჰქონდა საქართველოს ეკლესიას, – ამის შესახებ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.

ჟვანიას თქმით, ილია მეორემ დოგმები და სტიგმები გაარღვია, რომლებიც ეკლესიისა და ადამიანების მიერ ორი ათასი წლის მანძილზე იყო დამკვიდრებული.

„მომავალში სიცარიელეს ვიგრძნობთ, მაგრამ დღეს ვერავინ გავზომავთ, რამხელა იქნება ეს სიცარიელე ისევე, როგორც 70-იანი წლების ბოლოს, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის დროს ვერავინ გაზომავდა, თუ რამხელაზე გაიჭრებოდა მისი მოღვაწეობა და რამხელაზე გასცდებოდა საქართველოს მასშტაბებს და მან ეს ჯერ კიდევ 80-იან წლებში მოახერხა, სრულიად ახალგაზრდამ, როცა რეალურად საქართველო მოკლებული იყო საგარეო ურთიერთობების დამოუკიდებლად წარმოებას, მან ეს შეძლო და გახდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის შტაბ-ბინაც ჟენევაში იყო. ის გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, კულტურულ და სახალხო დიპლომატიას აწარმოებდა იმ მარწუხების პირობებში, რაც საბჭოთა კომუნისტურ პერიოდში ჰქონდა საქართველოს ეკლესიას.

როცა ადამიანი აღწევს გარკვეულ სულიერ სიმაღლეებს, იქ უკვე ჩარჩოები აღარ არის. იმ დოგმატებზე, რომლითაც ეკლესია უკვე ორი ათასი წელია მოდის, იმ ადამიანების მიერ შექმნილ წესებზე მაღლა დგები, უწმინდესმა კი ეს გააკეთა. მაგალითად, ზოგიერთი მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, თეატრალურ სანახაობებზე წასვლა გეკრძალება, საოპერო მუსიკა აკრძალულია. ილია მეორემ, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, რომ ეს აკრძალული კი არა, ეს კულტურაა და შენ ამის ნაწილი უნდა იყო, მან თავად დაიწყო საოპერო მუსიკის შექმნა. ყველა შესაძლებელ დროსა და შემთხვევაში ის მიდიოდა თეატრალური წარმოდგენის საყურებლად, ის იღებდა მსახიობებს, რომელიც გარკვეული პერიოდი აკრძალული პროფესია იყო ეკლესიის მიერ. ის გაიჭრა და გაცდა იმ დადგენილ ჩარჩოებსა და სტიგმებს და ამით შეიყვანა ხალხში რწმენა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის თქმით, მან ილია მეორე ღვთის წინაშე მადლიერებით გაუშვა და ეს ხმამაღლა უთხრა უწმინდესს, სანამ გული გაუჩერდებოდა.

„ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, ვინც იქ იყო, ყველას თანდასწრებით (ექიმებიც იყვნენ ჩვენთან ერთად) ხმამაღლა ვუთხარი, რომ მას მადლიერებით ვუშვებთ ღვთის წინაშე, საყვედური არ გვაქვს სათქმელი ღმერთთან იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვცა ის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი. ჩვენ ვებრძოლეთ ღმერთს, როგორც იაკობი, ვეჭიდავეთ ღმერთს ეს დღეები, ეს წლები და ეს პერიოდი, ვეჭიდავეთ ღმერთს მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ ღვთისადმი დიდი პატივისცემით, ისეთი პატივისცემით, როგორიც გვასწავლა და როგორც გაგვზარდა. ჩვენ ღმერთთან ურთიერთობის ზღვარი არ გადაგვილახავს, მაგრამ ვუთხარით მას, რომ მადლიერებით ვუშვებთ ღმერთთან, არ გვაქვს სამდურავი ღმერთთან და მინდა ვუთხრა ყველას, ვინც დამწუხრებულია, ვისაც ბურთი აქვს ყელში, ვინც ვერ ხედავს მომავლის პერსპექტივას, იმედს და ვინც სვამს კითხვას, რა გვეშველება – ყველაფერი კარგად იქნება – ეს მისი სიტყვებია, მისი შთაგონებაა და რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩვენ არ გვჯეროდა, როცა ის გვეუბნებოდა, რომ წყალი წავა, წამოვა და თავის საგუბარში ჩადგებაო და მართლა ყველაფერი კარგად შემოტრიალებულა. ახლაც ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
“ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა მე მას ვუთხარ ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იქ იყვნენ, რომ…” – ლაშა ჟვანიას ემოციური პირდაპირი ეთერი, რომელმაც პატრიარქის უკანასკნელი სიცოცხლის წუთები გაიხსენა კლინიკაში
"ეს არის მეორე ტრაგედია" - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი შვილი, ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას საქმეში, ერთ-ერთ დამკვეთად დაასახელა
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
დაადგინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკი ზრდას იწყებს - ახალი კვლევა
რა ხდება პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ - როგორ და როდის უნდა აირჩიონ ახალი კათალიკოს-პატრიარქი?
რეკლამა
პოპულალური
საქართველოს საპატრიარქო უწმინდესისა და უნეტარესის პანაშვიდისა და დაკრძალვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ახალი პატრიარქი ასეთი იქნება! " - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წლების წინ
მერიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
„სიძის სიმღერამ 700-კაციანი ქორწილი ფეხზე დააყენა... ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება...“
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
რა არის ის პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არ ჰქონია
პროკურორი, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას შესახებ, ახალ ინფორმაციას ავრცელებს
რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
„ხათუნა რომ ავად გახდა, პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა...“ - ნინი ქარსელაძის ემოციური პოსტი
თუ წონაში მოიმატეთ, მე გეტყვით იმ ერთადერთ პროდუქტს, რომელიც უნდა მიიღოთ - გიორგი ღოღობერიძე
რეკლამა