მერიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება


image

21 თებერვლიდან სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


დედაქალაქის მერიის ცნობით, სოფელი გლდანიდან აღნიშნულ მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა.


„მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაივლის ალექსანდრე ყაზბეგის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, დავით აღმაშენებლის, მიხეილ გამკაძის, გელა ოჩიაურის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩებს, შემდეგ ელეფთერ ანდრონიკაშვილის I შესახვევიდან დაუკავშირდება დავით სარაჯიშვილის გამზირს და მოძრაობას დაასრულებს სარაჯიშვილის გამზირის N47-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.


რაც შეეხება უკუმიმართულებას, N560 გამოიყენებს იმავე მარშრუტს და მგზავრთა მომსახურებას ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს.


აღსანიშნავია, რომ დღემდე, სოფელი გლდანიდან აღნიშნულ მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მგზავრთა მომსახურების  მიზნით, აღნიშნული მარშრუტის დამატების გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები აპრილსა და მაისში
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რეკლამა