დღეს მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს


image

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 21 იანვარს, 00:00-დან 03:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

„03:00 საათიდან 06:00-მდე კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.

შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები აპრილსა და მაისში
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რეკლამა