რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად


image

თვალის და ნეგატივის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან რისიც გვეშინია, ვიზიდავთ, - ამის შესახებ ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე აცხადებს.

„როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული ნეგატიური მუხტი, აუცილებელია, გარკვეული მოქმედებები: სხეული უნდა იყოს ტონუსში, სირბილი შეგიძლიათ დაიწყოთ...დაიმახსოვრეთ, დიდი ნეგატივი დიდი პოზიტივის დასაწყისია.

კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ნეგატიურ ენერგიებთან სხვადასხვანაირი იმუნიტეტი გააჩნიათ:

1-ელში, 10-ში, 19-ში და 28 რიცხვებში დაბადებულები განსაკუთრებით იზიდავენ ყურადღებას და თვალს, მაგრამ მდგრადები არიან ამ ყველაფრის მიმართ. წაიქცევიან, მაინც ადგებიან და გასაკეთებელს გააკეთებენ. ცუდი ის არის, რომ ისინი გაფრთხილებებს არ იღებენ.

2, 11, 20 და 29 -  განსაკუთრებით სენსიტიურები არიან. ეს ადამიანები მგრძნობიარე ნატურები არიან, პოზიტიურ ენერგიას იმდენად ძლიერად გრძნობენ, რამდენადაც ნეგატიურს.  მათთვის დაცვა, თილისმების ტარება და შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ანალოგიურად, 3, 12, 21 და 30 რიცხვში დაბადებულებს აქვთ სამყაროსადმი ღიაობა და ხშირად, ადამიანები ამ ყველაფრით სარგებლობენ, ენერგოველს უბინძურებენ და შემდეგ მათ დახმარება სჭირდებათ, ამიტომ მათთვის თილისმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება, 4, 13, 22, 31 - კერკეტი კაკლებივით უტეხები არიან. ძლიერი დაცვა აქვთ, ძალიან დიდი მდგრადობა გააჩნიათ. საკუთარ თავს იმაზე მეტს უშავებენ, ვიდრე გარე პიროვნებები ახდენენ მათზე ზემოქმედებას.

საკუთარი თავის გათვალვა თვალის და ნეგატივის ერთ-ერთი ფორმაა. საკუთარი ეჭვებით თავს აზიანებენ.

5, 14, 23 - ამ ადამიანებს თვალის მიმართ კარგი თავდაცვის უნარი აქვთ, უბრალოდ, ხშირია, როცა ვერ აღიქვამენ როდის დაბინძურდნენ. როცა ცოდნით შეიარაღებულები არიან, მარტივად გაუმკლავდებიან ყველაფერს.

6, 15, 24 - ეს ადამიანები ძალიან ამტანები არიან, მაგრამ სხვების მიმართ გახსნილები. მათ ძალიან დიდხანს შეუძლიათ ატარონ ნეგატიური ფიქრები, თვალი, არ აწუხებენ სხვებს... სჭირდებათ, რომ თავდაცვის მექანიზმები შეიმუშაონ.

7, 16, 25 - ამ ადამიანებმა ყოველთვის იციან, ვინ და როგორ მოქმედებს მათზე ცუდად. ვინც მათ თვალავს, მის მიმართ ნეგატიური განწყობა ავტომატურად უჩნდებათ, სარკისებურად უბრუნებენ.

8, 17, 26 - ასევე ძალიან ძლიერი ამტანობა გააჩნიათ, თუმცა, ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან მათი გამთვალავი. უცხოებისადმი კარგი იმუნიტეტი გააჩნიათ, ახლობლებთან უჭირთ. ამ დროს, მნიშვნელოვანია თავიანთი ინტერესები დაიცვან.

9, 18, 27 - ამ შემთხვევაში გვანან 7-იანებს, მათაც ძლიერი ინტუიცია აქვთ. თუმცა, საკუთარი ეჭვებით და ფიქრებით თავს იზიანებენ.

წყარო: ​primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
"პოლიციელმა მითხრა, ყოველ ღამე 4 ბავშვი კვდებაო, კახეთში 15 მოკვდა იმავე სიტუაციაში... თურმე ჩემს შვილიშვილს 100 ათას ლარზე მეტი ჰქონია გადარიცხული, ეტყობა აგროვებდნენ" - თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა ვიდეომიმართვას ავრცელებს
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
რეკლამა