„ცოლად შერთვის მიზნით, 20 წლის გოგო მოიტაცა და გააუპატიურა“ - პოლიციამ 3 პირი დააკავა


image

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი: 1996 წელს დაბადებული ქ.კ., 1992 წელს დაბადებული ს.კ. და 1997 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.კ.-მ თანამზრახველებთან - ს.კ.-სთან და ე.ბ.-სთან ერთად ცოლად შერთვის მიზნით 2006 წელს დაბადებული გოგონა ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, წაიყვანა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.

"სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 და 137-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
„26 აპრილს ხდება მოვლენა, რომელიც 84 წელიწადში ერთხელ მეორდება“ - ეზოტერიკოსი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს
რეკლამა