თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია - რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში


image

ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის შედეგად მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა დაახლოებით, 0,5 მეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში 5-10 სანტიმეტრია.

ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა თოვლის საფარისგან გაწმენდილია, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სასოფლო გზები.

ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. გზებზე მოძრაობა შესაძლებელია ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში - მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

სტიქიას ებრძვიან კახეთში გუშინდელი ღამის შემდეგ - ძლიერმა ქარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზიანა.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, მოგლეჯილია ხეები და აბონენტთა ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიყენებულ ზარალს კომისია შეისწავლის.

ძლიერმა ქარმა შიდა ქართლშიც შექმნა პრობლემები. მოგლეჯილია ხეები. ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებლებს და ადმინისტრაციულ შენობებს, მათ შორის ხაშურის სამუსიკო სკოლას. ვითარებას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

“სალიკვიდაციო სამუშაოები ყველა უწყების ჩართულობით მიმდინარეობს, როგორც ელექტროენერგიის აღდგენითი ისე ბუნებრივი აირის აღდგენითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების მხრიდან ზარალის დადგენა”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა სიმონ გულედანმა.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები აპრილსა და მაისში
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რეკლამა