300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან - ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)


image

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს.

პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.

ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:

ა) 300 ლარი - მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი - მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი - მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?
 
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.

კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან ("თიბისი ბანკი") ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)
ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი
როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველ-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, ოჯახმა, თუ არ აქვს, "თიბისი ბანკის" ბარათი, დაამზადოს, რომ კუთვნილი თანხა ჩაერიცხოს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას, ცხელ ხაზზე: 032 272 22 22





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები აპრილსა და მაისში
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რეკლამა