მეცნიერები ჭაღარა თმასა და კიბოს შორის კავშირზე საუბრობენ - კვლევა


image

ჭაღარა თმა ტრადიციულად დაბერების გარდაუვალ ნიშნად მიიჩნევა, თუმცა ახალი სამეცნიერო კვლევა ამ წარმოდგენას ნაწილობრივ ცვლის.


მეცნიერების განცხადებით, თმის გაჭაღარავება შესაძლოა არა მხოლოდ ასაკთან დაკავშირებული პროცესი იყოს, არამედ ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი მექანიზმის გარეგნული გამოვლინებაც.


კვლევის მიხედვით, კავშირი არსებობს თმაში პიგმენტის დაკარგვასა და კიბოსგან დაცვის პროცესებს შორის. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მელანოციტების ღეროვანი უჯრედები, რომლებიც თმის ფოლიკულებში მდებარეობს და პიგმენტის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.


ნორმალურ პირობებში ეს უჯრედები მუდმივად განახლდება და თმის ფერის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. თუმცა ყოველდღიურად ისინი დნმ-ის დაზიანებას განიცდიან — ულტრაიისფერი გამოსხივების, ქიმიური ზემოქმედებისა და მეტაბოლური პროცესების შედეგად, რაც ზრდის როგორც დაბერების, ისე ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.


კვლევამ აჩვენა, რომ დნმ-ის სერიოზული დაზიანების შემთხვევაში მელანოციტების ღეროვანი უჯრედები გადადიან „იძულებით დიფერენციაციაში“ — სრულად მწიფდებიან პიგმენტურ უჯრედებად და შემდეგ ქრებიან. შედეგად, მათი მარაგი იკლებს და თმა თანდათან ჭაღარავდება.


მეცნიერების შეფასებით, ეს პროცესი ორგანიზმის დამცავი სტრატეგიის ნაწილია: დაზიანებული უჯრედები თვითლიკვიდაციას ირჩევენ, რათა თავიდან აიცილონ მუტაციების დაგროვება და კიბოს, მათ შორის მელანომის, განვითარების საფრთხე.


ამგვარად, თითოეული ჭაღარა თმა შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც ორგანიზმის მცდელობა, დაიცვას თავი პოტენციურად საშიში უჯრედული ცვლილებებისგან.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა