ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს


image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„63 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული სასულიერო პირი, 7 შვილის მამა, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.ამქვეყნად შედარებით ხანმოკლე მყოფობის მიუხედავად, მან ძალიან ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო და ღრმა კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში. იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყო ღვთისმსახური, მაგრამ, ამავე დროს, სამშობლოს ღირსეული მსახურიც. რაც, განსაკუთრებით, მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნვაში გამოიხატა.სპეციალობით პედიატრი, ბავშვების სულიერ მკურნალადაც იქცა, -ფასდაუდებელია მისი შრომა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნების საქმეში (როგორც თანამდეროვე, ისე ძველქართული ანბანების გამოყენებით) და აღზრდის თემასთან დაკავშირებულ არაერთ სხვა საქმიანობაში.თბილისში თუ პეტერბურგში, ვისთანაც კი მამა კონსტანტინეს შეხება ჰქონია, ყველა გლოვობს პატიოსან, პატრიოტ, გონიერ და მზრუნველ სულიერ მამასთან განშორებას; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ კონსტანტინეს უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრევლსა და გულშემატკივართ მომადლოს შინაგანი სიმტკიცე და მისთვის ლოცვის ძალა.“ - წერს ილია მეორე.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რას ამბობს ნინი ბადურაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორზე? – “20-ის ვიყავი თუ 19-ის, როცა უკვე დაიწყეს აქტიურად ამაზე ლაპარაკი და ჭორაობა”
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
თეონა კონტრიძე საზოგადოებას აფრთხილებს - "აბსოლუტური ჯოჯოხეთია! ჩემი ოჯახი ამ პრეპარატის მსხვერპლია"
ამ უბრალო დეტალმა ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა - შესაძლოა მისთვის ყურადღება არც მიგიქცევიათ
„კვლავ დავქორწინდებოდი და 3 შვილსაც გავაჩენდი…“ – ჯორჯინა უზკატეგუი განქორწინების შემდეგ პირადზე ალაპარაკდა
რეკლამა