"ის სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა" - რას ამბობს გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მამა


image

"დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! - ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს", - ამის შესახებ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ალექსანდრე გაბაშვილის მამამ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული პირებისთვის, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ლიფტში, დანით ხელში, ნამდვილად მისი შვილია.

„ბრალს არ ვეთანხმებით. გუშინ ვნახე ვიდეო, იქ ჩემი შვილი არ ჩანს საერთოდ. მიკვირს, რატომ ავრცელებს პროკურატურა ასეთ განცხადებებს პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე, რომ ეს ბავშვები ნამდვილად არიან ჩართულები ამ ჩხუბებში.

ლიფტში, დანით ხელში, ნამდვილად ჩემი შვილია. საგამოძიებო უწყებამ დადოს მტკიცებულება, რომ სისხლიანი ფეხსაცმელ ჩემი შვილის არის. მე ვყიდულობ ფეხსაცმელს, ვიცი, ეს არ არის ჩემი შვილი!

გამოძიების დროს ტელეფონები და კომპიუტერები ამოიღეს. ჩემი შვილის ტელეფონიდან არ არის წამოღებული ის ვიდეოები. სახის დაფარვის გარეშე მაქვს ნანახი ვიდეოები, იქ ჩემი შვილი არ არის.

დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! მოვითხოვ სამართალს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და ვგმობ იმ ამაზრზენ კადრებს, რაც გუშინ ვნახეთ. თუ თეორიულად ჩემი შვილი როდისმე აღმოჩნდება მაგ კადრებში, მოგვეთხოვოს კანონიერად, სანამ არ არის მტკიცებულება, რომ ის არის და ის ბავშვი არ არის, კადრებით ნუ აგვკიდებს პროკურატურა იმას, რაც არ დაგვიშავებია.

პროკურატურა რამდენიმე თვეა გვებრძვის. ჯერ დაგვიდეს ქვა, შემდეგ მოწმეებს ჩვენებები შეაცვლევინეს, შემდეგ დაიჭირეს არასრულწლოვანი ბავშვები მიმოწერისთვის. ასრულებენ იმ დაკვეთას, რაც ეკამ გაავრცელა, ანა ამას გააკეთებ, ან ადგილიდან მოხსნიო“. უნდოდათ ჯგუფური?! ძირითადი საქმის მასალებიდან გამომდინარე არანაირი საქმის მასალები არ იყო ჯგუფურის მტკიცებულება, ახლა ცილობენ 1 წლის წინ ვიღაცის ტელეფონში ვიდეო იპოვეს და აგერ თურმე ამიტომ არიან ჯგუფშიო.

არც მე და არც ჩემს შვილს არასდროს ჰქონია სამართალდამცველებთან შეხება. ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი იყო გუნდში, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს სახელი გაუტეხოს.

დიახ, დანასთან ერთად პოზირებს... მე გამოძიებას ნდობას არ ვუცხადებ რამდენიმე თვეა", - აღნიშნავს გაბაშვილი.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.


წყარო: palitravideo.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
პროკურატურა ძალადობის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს - უწყება გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 5 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა პროკურატურის გავრცელებულ კადრებზე კომენტარს აკეთებს
რა მომენტი დააფიქსირა ეკა კუპატაძემ პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში? – “დემეტრეს დედამ იცით რატომ ვერ დაიხია უკან?”
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტის, ნ. ი -ს დედა მიმართვას ავრცელებს - "მივმართავ საზოგადოებას!"
გიგა ავალიანის დედა პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება
რეკლამა
პოპულალური
„ნუ ატეხავთ პანიკას, იმოქმედეთ მშვიდად...“ - პედიატრის მიმართვა მშობლებს
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
"მარ­ნე­უ­ლის ცენ­ტრში ახალ­გაზ­რდა ბიჭს ყელი გა­მო­ჭ­რეს" - ვრცლედება მძიმე კადრები ადგილიდან
"ეს არაკაცი ..." - როგორ ეხმაურება თამარ ივერი ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?
1 აპრილიდან ახალი რეგულაცია შედის ძალაში - დეტალები
„ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ - ანდრია ჯაღმაიძე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის - ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
რა მაგარია გილოცავთ ! ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
“ძილშიც კი დაიკლებთ წონაში… ეს რეცეპტი მათთვის არის, ვინც ვერ ვარჯიშობს! 15 დღეში გექნებათ შედეგი”- არუნ ხათრის რჩევა
რეკლამა