"ეს არის მეორე ტრაგედია" - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი შვილი, ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას საქმეში, ერთ-ერთ დამკვეთად დაასახელა


image

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, მისი შვილი ბესარიონ ჟვანია, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რის გამოც ბუსა ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდა.

როგორც ნინო ჟვანია აღნიშნავს, მისი შვილისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას გეგმავდნენ.

„ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი - დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ. [მკვლელობას რომ გეგმავდნენ და] ეს რომ ეს სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ. ერთი, უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის ყველასთვის და ახლა მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, მე მგონი“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.


წყარო: palitravideo.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
"ბუსა ჟვანიას დედამ ასეთი პირობა მომცა..." - ნიკო კვარაცხელიას დედის პირველი სატელევიზიო კომენტარი
"ის სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა" - რას ამბობს გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მამა
ცნობილია, რამდენი პროცენტით შემცირდება კვერცხის ფასი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტის, ნ. ი -ს დედა მიმართვას ავრცელებს - "მივმართავ საზოგადოებას!"
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა პროკურატურის გავრცელებულ კადრებზე კომენტარს აკეთებს
რეკლამა
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები აპრილსა და მაისში
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რეკლამა