"ჩემმა 9 და 10 წლის დისშვილებმა მამისგან დამშვიდობება მოისმინეს... არ ესმით, რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია" - ნუნუკა თამაზაშვილის და


image

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის და, მა­რი­ამ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ძა­ლი­ან გული მტკი­ვა, რომ მი­წევს ამის და­წე­რა, მაგ­რამ გული ვერ და­ი­ტევს, მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, ირაკ­ლი ვინ არის და რა ადა­მი­ა­ნია."დეჟა ვუ" მაქვს, ერთი წლის წინ არ­ჩევ­ნე­ბის წინ დავ­წე­რე პოს­ტი, რა გა­ვი­ა­რე, როცა მა­მა­ჩე­მი და­ი­ჭი­რეს 2011 წელს და ვთქვი სი­ტყვე­ბი "ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბას მსგავ­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი თა­ვი­დან ავა­ცი­ლოთ".

მი­ჭირს, როცა ვიცი რა მტკივ­ნე­უ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ჩემ­მა 9 და 10 წლის დის­შვი­ლებ­მა მა­მის­გან დამ­შვი­დო­ბე­ბა მო­ის­მი­ნეს და იცი­ან, რომ ცი­ხე­შია. კი­თხვე­ბი ბევ­რია, რა­ტომ? არ ეს­მით რა­ტომ უნდა და­ი­ჭი­რონ მამა, რო­მელ­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გის მეტი არა­ფე­რი უკე­თე­ბია, ბავ­შვო­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს და რაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია, მშობ­ლე­ბის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულ­ში იზ­რდე­ბი­ან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იცი­ან რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, ნამ­დვი­ლი გულ­წრფე­ლი, უკი­დე­გა­ნო სიყ­ვა­რუ­ლი. ამი­ტომ მტკი­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად. არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ... არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ ამ ტკი­ვილს და დარდს.

5 წლის ვი­ყა­ვი ირაკ­ლი, რომ გა­ვი­ცა­ნი. ჩემს დაზე მი­წე­ბე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვი­ეჭ­ვი­ა­ნე, ახ­ლაც მახ­სოვს, "მაკ­დო­ნალ­დში" წა­მიყ­ვა­ნეს რუს­თა­ველ­ზე, ირაკ­ლის ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი, ვთხო­ვე და­მა­ლო­ბა­ნა მე­თა­მა­შე მეთ­ქი, მე­თა­მა­შა და ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. ბევ­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რთუ­ლი იყო არ შემყვა­რე­ბო­და, მი­ვი­ღე პა­ტა­რა შტერ­მა მა­რი­ამ­მა, იმი­ტომ რომ მივ­ხვდი, ჩემი და რო­გორ უყ­ვარ­და. სკო­ლა­შიც ირაკ­ლის დავ­ყავ­დი, ჩვენ­თან ცხოვ­რობ­დნენ, სა­ნამ სახ­ლის­თვის ფულს აგ­რო­ვებ­დნენ, ჩემი ოთა­ხი და­ვუთ­მე და მი­ხა­რო­და ყო­ველ დღე ამ სიყ­ვა­რულს რომ ვხე­დავ­დი.

ირაკ­ლი პა­რიზ­ში რომ წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, 3 სხვა­დას­ხვა რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და და თან ფულს აგ­რო­ვებ­და ოჯა­ხის­თვის. ეს ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე თავ­მდა­ბა­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, ნი­ჭი­ე­რი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო ყო­ველ­თვის. როცა არა­ფე­რი ჰქონ­და 21 წლის ასაკ­ში, ჩემს დას დაჰ­პირ­და, რომ ისეთ მო­მა­ვალ მი­ცემ­და, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებ­და, ეს პი­რო­ბა ჩემს მშობ­ლებ­საც მის­ცა. ჩემს დას სა­უ­კე­თე­სო მო­მა­ვა­ლი ნამ­დვი­ლად აჩუ­ქა, ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ქალი ოც­ნე­ბობს. ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი ხან­და­ხან მორ­ცხვად, რომ ჩემი მა­გა­ლი­თი იყ­ვნენ, არი­ან და იქ­ნე­ბი­ან ოჯა­ხის და სიყ­ვა­რუ­ლის.მა­მო­ბა­ზე არც ვიცი რო­გორ ვი­სა­უბ­რო, პრე­მი­ე­რი რომ იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, სახ­ლში მო­დი­ო­და და ბავ­შვებს რჩე­ვებს ეკი­თხე­ბო­და: "მამ, რას ფიქ­რობ აბა, ხო სწო­რედ მო­ვი­ქე­ცი, შენ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დი", მერე ბურ­გე­რებს უკე­თებ­და ყვე­ლას და თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს ბავ­შვებ­თან ერ­თად. შვი­ლებ­თან მე­გო­ბა­რიც არის, მა­მაც და ავ­ტო­რი­ტე­ტიც. რო­გორ ახერ­ხებს არ ვიცი... რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ ვიცი..

არც ის ვიცი, რა­ტომ ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ერთი ვიცი, რომ ირაკ­ლის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­რა­ლოდ არ ჩნდე­ბი­ან, მის­ნა­ი­რი ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას არ შე­უძ­ლია. იყო ადა­მი­ა­ნი, არ არის მარ­ტი­ვი. ირაკ­ლი­ზე ვინ რას და­წერს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვი­საც ღირ­სე­ბა, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნო­ბა აქვს, ყვე­ლა ხვდე­ბა, ვინ არის. ვი­საც გი­ხა­რი­ათ, რაც ხდე­ბა, ჩემ­თვის თქვენ ადა­მი­ა­ნე­ბი არ ხართ.

ბავ­შვებ­ზე რომ ღლი­ცი­ნებთ და გი­ხა­რი­ათ სხვი­სი უბე­დუ­რე­ბა, მე­ცო­დე­ბით, იმი­ტომ რომ ვე­რას­დროს ვერ მიხ­ვდე­ბით რა არის ამ ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი: სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც თვით უფა­ლი ღმერ­თია. ირაკ­ლი­ზე არ ვნერ­ვი­უ­ლობ, უდი­დე­სი ში­ნა­გა­ნი ძალა და თავ­და­ჯე­რე­ბა აქვს, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში უფ­ლის რწმე­ნით, თა­ვი­სი სი­მარ­თლით და ოჯა­ხის სიყ­ვა­რუ­ლით მო­დის.

სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა და ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რად იქ­ნე­ბა და ფრთხი­ლად იყა­ვით, არ შეგრცხვეთ თქვე­ნი ბინ­ძუ­რი სი­ტყვე­ბის. ბავ­შვებს ნუ ეხე­ბით, გე­ში­ნო­დეთ ღმერ­თის! ღმერ­თმა შე­გინ­დოთ და თქვენს შვი­ლებს ჯან­მრთე­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა მის­ცეს! ცუდ­სა რად უნდა მტრო­ბა, კარ­გია მუ­დამ მტრი­ა­ნი! ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს და გაგ­ვაძ­ლი­ე­როს! P.S სან­თელ საკ­მე­ვე­ლი გზას არ დაჰ­კარ­გავს დიდი ილია თვლი­სო!" - წერს მა­რი­ამ თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ა­სახ­ლეს.

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა - მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით.





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ”
წლების წინანდელი სკანდალის გამო ამხედრებული მაყურებელი და ცოლი, რომელსაც მედიისგან მალავს – როგორია ცნობილი სერიალის გმირის ცხოვრება ეკრანს მიღმა
"ძვირადღირებული საათები კი არა, გიორგის მანქანაც არ აქვს... ჩვენს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან... შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ" - მაკა ჩიჩუა
ტრაგედია სტამბოლში: სამოგზაუროდ ჩასული დედისა და ორი შვილის შემდეგ, მამაც გარდაიცვალა, დაკავებულია 4 პირი: რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება
"შენ ირჩევ "ხარებას" და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის..." - ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე კოლეგას, მსახიობ მანანა აბრამიშვილს მიმართავენ (ვიდეო)
რეკლამა
პოპულალური
"ეს არის მეორე ტრაგედია" - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი შვილი, ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას საქმეში, ერთ-ერთ დამკვეთად დაასახელა
2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
მერიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე
„სიძის სიმღერამ 700-კაციანი ქორწილი ფეხზე დააყენა... ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება...“
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
რა არის ის პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არ ჰქონია
პროკურორი, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას შესახებ, ახალ ინფორმაციას ავრცელებს
რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს
რეკლამა