ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ”


image

ევა და მის და – ანა­მა­რია ბუ­თი­აშ­ვი­ლე­ბი ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­ვა­ზი­დან არი­ან. მათ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბი­დან კარ­გად იც­ნო­ბენ – ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან. გო­გო­ნებს ვი­დე­ოს დედა – ფიქ­რია ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი-ბუ­თი­აშ­ვი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად უღებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათავ­სებს. ფიქ­რია გა­ვა­ზის სა­ბავ­შვო ბა­ღის პე­და­გო­გია. მისი გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით გო­გო­ნებს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხომ კარ­გად იც­ნობს და უკვე ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვი­საც აღარ არი­ან უც­ნო­ბე­ბი, – არა­ერ­თი გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბი ყო­ფი­ლან. მათი ახ­ლოს გაც­ნო­ბა ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ და ფიქ­რია ჩე­კუ­რიშ­ვილ-ბუ­თი­აშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

– ევა სა­ბავ­შვო ბაღ­ში 4 თვის ასა­კი­დან დამ­ყავს. კა­ლათ­ში ჩავ­სვამ­დი ხოლ­მე და ისე ვა­ტა­რებ­დი. სამ­სა­ხუ­რი და უფ­რო­სე­ბი ხელს მი­წყობ­დნენ. 8 წე­ლია, რაც იქ ვმუ­შა­ობ, ევა კი უკვე 4 წლი­საა, უფ­რო­სი გო­გო­ნა – 11 წლის.

– სა­ო­ცა­რი გო­გო­ნე­ბი გყავთ, ევა მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბავ­შვია…

– თა­ვი­დან­ვე ასე­თი იყო, 7-8 თვი­სას თუ ვინ­მე მო­ე­ფე­რე­ბო­და, გა­უ­ღი­მებ­და, ხელ­ში აიყ­ვან­და, მა­გა­ლი­თად, მე­ზო­ბე­ლი გა­რეთ გა­იყ­ვან­და, გა­ა­სე­ირ­ნებ­და, მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, ხელ­ზე კოც­ნი­და. სიყ­ვა­რულს მის მი­მართ ასე გა­მო­ხა­ტავ­და.

– ძა­ლი­ან არ­ტის­ტუ­ლია, – ვის ჰყავს?

– ჩემს ბა­ბოს – ფა­დი­შა ცუ­კოშ­ვილს. უდიპ­ლო­მო არ­ტის­ტი იყო. “თე­ატ­რა­ლურ­ში” ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ იქ ვერ გაძ­ლო, დედა მე­ნატ­რე­ბაო და აღარ ის­წავ­ლა. ფა­დი­შა მა­მა­ჩე­მის დედა იყო, ანუ ევას დიდი ბებო, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლი აღარ არის, 8 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ევას და­ბა­დე­ბას ვერ მო­ეს­წრო. პაპა კი ცო­ცხა­ლია, მისი მე­უღ­ლე, 89 წლი­საა. ევა რაც არ უნდა და­ვა­რი­გო და ვუ­თხრა, მა­ინც თა­ვი­სით და თა­ვი­სე­ბუ­რად აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, გინ­დაც იმ ვი­დე­ო­ებ­ში, რო­მელ­საც ვი­ღებ.

– ვი­დე­ოს ყო­ველ­დღე უღებთ?

– დილა რომ თენ­დე­ბა და ევა გა­იღ­ვი­ძებს, პირ­ვე­ლი უფალს მად­ლო­ბას ეუბ­ნე­ბა, რომ ცო­ცხა­ლია, კარ­გად არის და მერე ანა­მა­რი­ას­თან ერ­თად ლო­ცუ­ლობს… შემ­დეგ ხელ-პირს და­ი­ბა­ნენ, მო­წეს­რიგ­დე­ბი­ან და თუ საქ­მე მაქვს, ვთქვათ, ბოს­ტან­ში, მომ­ყვე­ბი­ან. სულ ჩემ­თან არი­ან, სულ ერ­თად ვართ – სა­დაც მივ­დი­ვარ, შვი­ლე­ბი თან დამ­ყავს. მოკ­ლედ, დი­ლით ყვე­ლა ძი­რი­თად საქ­მე რომ მო­ი­ლე­ვენ, ევა მე­ტყვის, – არ ჩავ­წე­როთ? უნდა, რომ მი­ე­სალ­მოს ხალ­ხს და ასე ყო­ველ­დღი­ურ საქ­მედ გვექ­ცა ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა. ისე­თი ბავ­შვია, ისე­თი საქ­ცი­ე­ლი აქვს, ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რომ სულ ტე­ლე­ფო­ნი უნდა გე­ჭი­როს და ვი­დე­ოს უღებ­დე. უბ­რა­ლოდ ამის დრო მუდ­მი­ვად არ მაქვს, ოჯა­ხი, თა­ვად ბავ­შვე­ბი, სამ­სა­ხუ­რი, უამ­რა­ვი საქ­მეა. სას­წა­უ­ლებს აკე­თებს და სა­ოც­რე­ბებს ლა­პა­რა­კობს, სა­ი­დან იგო­ნებს, არ ვიცი.

– მა­მი­კოს რა­ტომ არ აჩენთ ვი­დე­ო­ებ­ში?

– არ უყ­ვარს ვი­დე­ო­ში გა­მო­ჩე­ნა და მი­ზე­ზიც ესაა.

იხილეთ ვრცლად Ambebi.ge-ზე





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

LuckyBandit
LuckyBandit 18 November 2025 03:49
https://t.me/s/Top_BestCasino/120

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
"ეს არის მეორე ტრაგედია" - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი შვილი, ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას საქმეში, ერთ-ერთ დამკვეთად დაასახელა
2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
მერიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე
„სიძის სიმღერამ 700-კაციანი ქორწილი ფეხზე დააყენა... ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება...“
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
რა არის ის პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არ ჰქონია
პროკურორი, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას შესახებ, ახალ ინფორმაციას ავრცელებს
რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს
რეკლამა