წლების წინანდელი სკანდალის გამო ამხედრებული მაყურებელი და ცოლი, რომელსაც მედიისგან მალავს – როგორია ცნობილი სერიალის გმირის ცხოვრება ეკრანს მიღმა


image

ბა­რიშ კი­ლი­ჩი პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქულ იმე­ლოდ­რა­მე­ბით გახ­და. მსა­ხი­ობს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, რო­გორც სამ­შობ­ლო­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას შემ­დეგ და­იმ­სა­ხუ­რა, რაც ეკ­რა­ნებ­ზე სე­რი­ა­ლი “შერ­ბე­თი” გა­მო­ვი­და…

ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა

ბა­რიშ კი­ლი­ჩი 1978 წლის 21 თე­ბერ­ვალს მა­ლა­თი­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ არ­გუ­ვან­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბიჭი ხუთი წლის იყო, რო­დე­საც მისი მშობ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად სტამ­ბოლ­ში გა­და­ვიდ­ნენ. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვალ­მა ვარ­სკვლავ­მა თურ­ქე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კი­ლი­ჩი აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წელი იცხოვ­რა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი სტამ­ბო­ლის იე­დი­თე­ფეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად და­ინ­ტე­რეს­და კი­ნო­თი. მალე მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს. იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, რომ გა­და­წყვი­ტა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

კინო კა­რი­ე­რა

ბა­რი­ში კი­ნო­ში პირ­ვე­ლად 26 წლის ასაკ­ში გა­და­ი­ღეს. ეს იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო დრა­მა “ჩემი შვი­ლე­ბი”, სა­დაც ეპი­ზო­დუ­რი როლი ითა­მა­შა. მალე მის ფილ­მოგ­რა­ფია რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ლით შე­ივ­სო, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბა ჯერ კი­დევ წინ იყო, ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში მსა­ხი­ო­ბი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ვერ შე­ამ­ჩნი­ეს.

კი­ლი­ჩის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი 2011 წელს დად­გა, რო­დე­საც სე­რი­ალ­ში “მე მას ფე­რი­ჰა ვუ­წო­დე” გა­და­ი­ღეს. მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­თინ ჩეკ­მე­ზი, ჩა­ღა­თაი ულუსოი, დე­ნიზ უღუ­რი, ვა­ჰი­დე პერ­ჩი­ნი. მსა­ხი­ო­ბი 58 ეპი­ზოდ­ში გა­მოჩ­ნდა და აქე­დან და­ი­წყო მისი წარ­მა­ტე­ბა სე­რი­ა­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში. მი­სით ცნო­ბი­ლი თურ­ქი რე­ჟი­სო­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და მალე ბა­რიშ­ზე ნა­დი­რო­ბა გა­მო­ცხად­და.

კი­ლი­ჩი გა­და­ი­ღეს სე­რი­ა­ლებ­ში “ტი­ტე­ბის დრო” და “ვარ­დე­ბის ომი”, სა­დაც ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან სე­ლენ სო­ი­დერ­თან და აიზე აკინ­თან ერ­თად ითა­მა­შა. მაგ­რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მა­შინ მო­ვი­და, რო­დე­საც “აკ­რძა­ლულ ხილ­ში” ითა­მა­შა. არა­ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბა ხვდა წი­ლად სე­რი­ალს “ყვე­ლა­ფე­რი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ”, სა­დაც მისი პარტნი­ო­რე­ბი გო­კჩე ბა­ჰა­დი­რი და სუმ­რუ იავ­რუ­ჩუკ­თა­ნი იყ­ვნენ.

2022 წელს, ეკ­რა­ნებ­ზე „შერ­ბე­თი“ გა­მო­ვი­და, სა­დაც ბა­რი­ში ომერ უნა­ლის როლს თა­მა­შობს. სე­რი­ალ­მა ბა­რიშს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მშვი­დია. ბა­რიშ 2007 წელს იქორ­წი­ნა აი­შე­გულ აკ­მე­დირ­ზე. ქალს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო კი­ნოს­თან, ბა­რიშ­ზე ქორ­წი­ნე­ბის დროს ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი ორ ვაჟს, ბა­ტუ­სა და ემირს ზრდის. ბა­რი­ში ცნო­ბი­ლია რო­გორც სა­ნი­მუ­შო ქმა­რი და მამა. ის არა­სო­დეს გახ­ვე­უ­ლა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­და­ლებ­ში.

კი­ლი­ჩი გულ­მოდ­გი­ნედ იცავს მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს პრე­სი­სა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბის­გან.

“რო­გორც ადა­მი­ა­ნი, სუ­ლი­ე­რად ბედ­ნი­ე­რი ვარ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ და­ვიც­ვა ჩემი ცოლ-შვი­ლი ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბის­გან. მე თვი­თონ ვიცი, რამ­დე­ნად დამ­ღლე­ლია ეს“, – აღი­ა­რებს თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი.

Საინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი

ბავ­შვო­ბა­ში კი­ლიჩს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და ოც­ნე­ბობ­და რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვი­სი ბე­დის სპორ­ტს და­უ­კავ­ში­რებ­და.

ბა­რიშს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ძაღ­ლე­ბი.

ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში

მას შემ­დეგ, რაც “შერ­ბე­თის“ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე, თურ­ქი მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და. ამის მი­ზე­ზი სე­რი­ალ­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­ცვე­ლი სცე­ნე­ბის სიმ­რავ­ლე იყო. მი­ზე­ზი ასე­ვე გახ­და მას­ში ბა­რიშ კი­ლი­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­ყუ­რე­ბელ­მა 2000 წელს მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე გა­იხ­სე­ნა და მსა­ხი­ო­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა.

სა­უ­ბა­რია მსა­ხი­ობ გამ­ზე ოზჩე­ლი­კის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის საქ­მე­ზე, სა­დაც მთა­ვარ ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბად სწო­რედ თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო იდო. მა­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კი­ლი­ჩი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში არც მოწ­მის და არც ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. არც შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და ამ და­ნა­შა­ულ­თან. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ საქ­მე­ში მხო­ლოდ მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი იდო.

თუმ­ცა 18 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში დაბ­რუნ­და, ანო­ნი­მუ­რო პრო­ფი­ლე­ბი წერ­დნენ, რომ თით­ქოს კი­ლი­ჩი რა­ი­მე სა­ხით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 2000 წელს მომ­ხდარ ფაქტთან და ამ მი­ზე­ზით უნდა შე­ე­წყვი­ტათ “შერ­ბე­თის” ყუ­რე­ბა.

თურ­ქმა მსა­ხი­ობ­მა მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: “მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ. და­ჟი­ნე­ბით ვი­მე­ო­რებ, რომ არც ერთი ეს გან­ცხა­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ეს ყალ­ბი ამ­ბე­ბია. სირ­ცხვი­ლია…“ – წერ­და კი­ლი­ჩი და ანო­ნი­მურ მომ­ხმა­რებ­ლებს და­ე­მუქ­რა, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებ­და.

წყარო : Ambebi.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
"დნმ-ის ტესტი გავიკეთე, მე 100%-ით ქართველი ვარ" - თურქული შოუბიზნესის ულამაზესი ვარსკვლავი ქართველი აღმოჩნდა: რა არის ცნობილი პოპულარულ მსახიობზე
ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ”
ტრაგედია სტამბოლში: სამოგზაუროდ ჩასული დედისა და ორი შვილის შემდეგ, მამაც გარდაიცვალა, დაკავებულია 4 პირი: რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება
თოვლი, წვიმა, ნისლი, ქარბუქი, ლიპყინული და შესაძლოა შტორმიც - საქართველოში ამინდი უარესდება: როდიდან უნდა ველოდოთ ტემპერატურის კლებას
"ძვირადღირებული საათები კი არა, გიორგის მანქანაც არ აქვს... ჩვენს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან... შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ" - მაკა ჩიჩუა
რეკლამა
პოპულალური
"ეს არის მეორე ტრაგედია" - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი შვილი, ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას საქმეში, ერთ-ერთ დამკვეთად დაასახელა
2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
მერიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე
„სიძის სიმღერამ 700-კაციანი ქორწილი ფეხზე დააყენა... ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება...“
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
რა არის ის პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არ ჰქონია
პროკურორი, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას შესახებ, ახალ ინფორმაციას ავრცელებს
რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს
რეკლამა