"ძვირადღირებული საათები კი არა, გიორგის მანქანაც არ აქვს... ჩვენს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან... შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ" - მაკა ჩიჩუა


image

"ვერც ტე­ლე­ვი­ზორს ვა­დევ­ნებ აქ­ტი­უ­რად თვალს, ვერც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, მაგ­რამ რა უნდა მი­თხრან ახა­ლი?! ყვე­ლა­ფე­რი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი­ვით ჩანს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უზარ­მა­ზარ გა­ლავ­ნებს რომ იშე­ნე­ბენ, არი­ან ში­შებ­ში, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ში და ათას უბე­დუ­რე­ბებ­ში...", - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი - მაკა ჩი­ჩუა... ის ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო მაკა, ბოლო დღე­ებ­ში ვნა­ხეთ, რომ თვით ქვეყ­ნის ორგზის პრე­მი­ერ­ზე აღიძ­რა საქ­მე, მი­ლი­ო­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხომ არ ყო­ფი­ლა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი თქვენს ოჯახ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც?

- ჯერ არ მახ­სენ­დე­ბა, ვინ­მეს კი­თხვე­ბი ჰქო­ნო­და, მაგ­რამ ახლა თუ ექ­ნე­ბათ, ჯო­ბია, მო­ვიდ­ნენ და შეგ­ვხე­დონ, რო­გორ ვცხოვ­რობთ. კი­თხვის ნიშ­ნებს იქვე, სას­წრა­ფოდ და­ამ­თავ­რე­ბენ. ყვე­ლას ემ­ჩნე­ვა გა­რეგ­ნუ­ლა­დაც, ვინ რო­გორ ცხოვ­რობს. დუ­შეთ­ში ეზოს ღო­ბეს ჭიშ­კა­რი არ აქვს, ძრო­ხე­ბი შე­მო­დი­ან, მე და გი­ორ­გი დავ­დევთ.


- ქვეყ­ნის მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტი და პირ­ვე­ლი ლედი...

- ნუ, რო­გორც არის... რომ ვუ­ყუ­რებ, ევ­რო­პა­ში რო­გორც არის, პა­ტა­რა, და­ბა­ლი ღო­ბე­ე­ბი აქვთ, უბ­რა­ლოდ ის ტე­რი­ტო­რი­აა შე­მო­სა­ზღვრუ­ლი, იცოდ­ნენ, ერ­თმა­ნეთ­თან რა ზო­ლიც აცი­ლებთ, ასე ვართ ჩვენც იმ დღი­დან, რაც კი დუ­შეთ­ში გად­მო­ვე­დით. ღამე კარს არც კი ვკე­ტავ, აზრი არ აქვს, ერთი ფე­ხის მორ­ტყმა უნდა და ვი­საც შე­მოს­ვლა სურს, თა­ვი­სუფ­ლად შე­მო­ვა.

სულ მქონ­და კი­თხვა: ეს ხალ­ხი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში რომ მი­დის და მერე მი­ლი­ო­ნებს ით­ვლი­ან, ჩვენ­თან ასე რა­ტომ არ მოხ­და-მეთ­ქი?..სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია იმის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი ფული მქო­ნო­და, რად­გან ვთვლი, რომ ფული მა­მო­ნა­სი, ეშ­მა­კი­სე­უ­ლია. მსურ­და მხო­ლოდ იმ­დე­ნი, რაც ელე­მენ­ტა­რუ­ლის­თვის, ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო - ბავ­შვე­ბი და­პუ­რე­ბუ­ლი გყავ­დეს, გა­ნათ­ლე­ბა მის­ცე, სახ­ლი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ხან­და­ხან ცოტა მო­აგ­რო­ვო, სა­მოგ­ზა­უ­როდ და და­სას­ვე­ნებ­ლად წახ­ვი­დე... რამ­დე­ნი­მე თვეა, დამ­ხმა­რეც აღარ გვყავს, ამ­ხე­ლა სახ­ლში ორ ბავ­შვთან ერ­თად ყვე­ლა საქ­მეს თა­ვად ვა­კე­თებთ, თან ვირუ­სი შეგ­ვხვდა და ყვე­ლა­ნი ავად ვი­ყა­ვით. ვერც ტე­ლე­ვი­ზორს ვა­დევ­ნებ აქ­ტი­უ­რად თვალს, ვერც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, მაგ­რამ რა უნდა მი­თხრან ახა­ლი?! ყვე­ლა­ფე­რი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი­ვით ჩანს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ უზარ­მა­ზარ გა­ლავ­ნებს იშე­ნე­ბენ, არი­ან ში­შებ­ში და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ში, ათას უბე­დუ­რე­ბებ­ში...

კითხვის გაგრძელება 





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 2

Mammie
Mammie 29 October 2025 00:07
Fantastic insights! Thanks for sharing such detailed content. As someone from Gawler East Real Estate, I always appreciate posts that help investors make better decisions. If you’re thinking about selling your property, feel free to visit real estate agent evanston park sa or call **0493 539 067**. Thanks again for the insights.
PokerPhantom
PokerPhantom 17 November 2025 17:04
https://t.me/s/Top_BestCasino/117

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
"შენ ირჩევ "ხარებას" და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის..." - ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე კოლეგას, მსახიობ მანანა აბრამიშვილს მიმართავენ (ვიდეო)
ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ”
გარდაიცვალა მამუკა ჩარკვიანი
"ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა" - ნანკა კალატოზიშვილი
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
რეკლამა
პოპულალური
"ეს არის მეორე ტრაგედია" - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი შვილი, ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას საქმეში, ერთ-ერთ დამკვეთად დაასახელა
მერიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე
„სიძის სიმღერამ 700-კაციანი ქორწილი ფეხზე დააყენა... ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება...“
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
რა არის ის პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არ ჰქონია
პროკურორი, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას შესახებ, ახალ ინფორმაციას ავრცელებს
რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს
ლატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, უვნებლად იპოვეს
რეკლამა