sitename
» » აზარტული თამაშების გამო, მამამ 11 თვის ჩვილი Facebook-ზე გაყიდა
Предложить новость
აზარტული თამაშების გამო, მამამ 11 თვის ჩვილი Facebook-ზე გაყიდა





ინდონეზიაში, 36 წლის მამაკაცს საკუთარი 11 თვის ჩვილის Facebook-ზე გაყიდვას ედავებიან. Dailymail-ი წერს, რომ მამაკაცმა ბავშვი აღებული 15 მილიონი ინდონეზიური რუპია (დაახლოებით, 2500 ლარი) აზარტულ თამაშებში გაფლანგა.

მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც სახლში დაბრუნებულმა ბიოლოგიურმა დედამ შვილი ვერსად იპოვა.

36 წლის მამაკაცთან ერთად, დააკავეს ბავშვის მყიდველებიც - 2 პირი, რომლებსაც ახლა ტრეფიკინგის უფრო ფართო ქსელში ჩართულობასაც ედავებიან, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არაა ცნობილი. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 600 მილიონი რუპიის (£ 29,300) ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

რამდენიმე კვირის წინ, პოლიციამ ინდონეზიაში ბავშვთა ვაჭრობის ქსელი აღმოაჩინა, რა დროსაც 8 ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბავშვებს ყიდდნენ ონლაინ, Facebook-ის მეშვეობით და მათი ფასი 10-დან 15 მილიონ ინდონეზიურ რუპიამდე (1700-2600 ლარი) მერყეობდა.

წყარო: ​rustavi2.ge​​​шаблоны для dle 11.2



მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
კომენტარები (0)