"მიხეილ სააკაშვილი გარდაცვლილია!" - ელისო კილაძე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე წერს
"პროვოკატორთა ჯგუფი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ,თითქოს მიხეილ სააკაშვილი გარდაცვლილია !
არ აყვეთ-ხელისუფლება ჩიხშია სტრასბურგის გადაწყვეტილების მერე და ნებისმიერი პროვოკაცია გლდანის ციხესთან,სწორედ ხელისუფლების გეგმებში შედი", - წერს კილაძე ფეისბუქზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (44)