"ქალიშვილობის ტესტი" და საქალწულე აპკის აღდგენა იკრძალება - რა საკითხს განიხილავს პარლამენტი?
დიდ ბრიტანეთის კლინიკებში, გოგონებს აიძულებენ ე.წ. "ქალიშვილობის ტესტი" გაიარონ. ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, ასეთი "შემოწმება" შესაძლოა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი გახდეს.
პოლიტიკოსთა ნაწილი ამ მავნე სამედიცინო პროცედურის წინააღმდეგია. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, რიჩარდ ჰოლდენმა კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც ინგლისსა და უელსში საქალწულე აპკის შემოწმება და აღდგენა შესაძლოა აიკრძალოს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ამ პროცედურების შემსრულებელი ექიმები და მეანები შეიძლება დააპატიმრონ.
სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ ჰიმენოპლასტიკა, ანუ ვაგინის შესასვლელთან მდებარე მემბრანული შრის აღდგენა ძალადობრივი და არასამეცნიერო პრაქტიკაა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და გაერთიანებულ ერებზე დაყრდნობით, ქალწულობის ტესტი ადამიანის უფლებების შემლახველია. WHO-ს განცხადებით, პროცედურა დისკრიმინაციული და უსარგებლოცაა, რადგან აპკი შესაძლოა მრავალი მიზეზით დაზიანდეს, იქნება ეს ტამპონების გამოყენება თუ ვარჯიში.
რიჩარდ ჰოლდენის კანონპროექტს უკვე აქვს ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერა.
წყარო: report.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (51)