„10 და 15 თეთრით ფასის მატება ქვეყანას არ დააქცევს“ – პურის მცხობელთა ასოციაცია
რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ სხვა პროდუქტების ფასის ზრდის მასშტაბის ფონზე, 10- და 15 თეთრით პურის გაძვირება მნიშვნელოვანი პრობლემა არ უნდა იყოს.
„მეწარმე ყოველთვის ცდილობს, როგორც ხარისხში, ისე ფასში რენტაბელური იყოს. ეს ბიზნესის ანბანია. საქართველოში, ისევ ვიმეორებ, რომ 2 თვის მარაგი არის, მაგრამ აქ უკვე ფასი ,,იკბინება“. ახლა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შაქარზე, ზეთზე და სხვა პროდუქტებზე უსაშველოდ მაღალი ფასი დაფიქსირდა, მე მგონი, 10 და 15 თეთრით ფასის მატება ქვეყანას არ დააქცევს. შეიძლება ამაზე გაბრაზდეს მომხმარებელი, მაგრამ რეალობა ასეთია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.
არის საუბარი, რომ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის უფრო ძვირად ღირებული პურისთვის დანამატს მიიღებენ, რომ ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტში ვართ სამეზობლოსთან. მინდა ყველამ იცოდეს, რომ სამეზობლოში საქართველოში პურზე ყველაზე დაბალი ფასია“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „საქმეში“.
წყარო: bpn.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (42)