800-ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად 3-დან 20 წლამდე ბავშვებს – ნახეთ მიიღებთ თუ არა დახმარებას
ვინ არიან ქვეპროგრამით მოსარგებლეები?
3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ან მოზარდი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ ვაუჩერის მიღების მსურველ ბავშვს ან მოზარდს აღნიშნულ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და ამგვარი შეწყვეტის შედეგად, ის სხვა მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა.როგორ უნდა ჩაერთოს ვაუჩერის მიღების მსურველი პირი ქვეპროგრამაში?ქვეპროგრამით მოსარგებლემ (კანონიერმა წარმომადგენელმა), 2022 წლის 17 იანვრიდან 2022 წლის 15 აპრილის ჩათვლით, ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადით უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა?1. დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;2. ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ;3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთწლიანი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.როგორ ხდება ვაუჩერის ანაზღაურება და რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს სერვისის მიმწოდებელმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელმაც მომსახურება გაუწია ვაუჩერით მოსარგებლე პირს?1. სერვისის მიმწოდებელი ვაუჩერით მოსარგებლის მიღებისთანავე, მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მერიის ცხელი ხაზის საშუალებით.2. ვაუჩერის განაღდება სერვისის მიმწოდებელს შეუძლია მომსახურების დასრულებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.3. სერვისის მიმწოდებელმა სამსახურს უნდა წარუდგინოს:ა) ვაუჩერი (დედანი) და ვაუჩერით მოსარგებლის დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;ბ) სერვისის მიმწოდებლის გაწეული მომსახურების ინვოისი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:ბ.ა) სერვისის მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;ბ.ბ) საბანკო რეკვიზიტები;ბ.გ) მომსახურების გაწევის ადგილის მისამართი;ბ.დ) ვაუჩერით მოსარგებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;ბ.ე) ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი;ბ.ვ) სერვისის მიწოდებისათვის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების ვაუჩერის ღირებულებას – 800 ლარს.ბ.ზ) სერვისის მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.გ) ინვოისი შედგენილი უნდა იქნეს ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურების მიღების შემდეგ.
წყარო: trialeti.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (40)