sitename
» » 800-ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად 3-დან 20 წლამდე ბავშვებს – ნახეთ მიიღებთ თუ არა დახმარებას
Предложить новость
800-ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად 3-დან 20 წლამდე ბავშვებს – ნახეთ მიიღებთ თუ არა დახმარებას





3-დან 20 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზრდილებს კურორტებზე დაფინანსებით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ, ისინი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 6 დღე-ღამის განმავლობაში სასტუმროს დაფინანსებით ისარგებლებენ. აღნიშნულ პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს.ვაუჩერის მიღების მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ამა წლის 15 აპრილამდე შესაძლებელი იქნება. ვინ და როგორ უნდა ისარგებლოს საკურურტო ვაუჩერიზაციის პროგრამით, ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” გთავაზობთ: პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგისტრირებული 3–დან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების ვაუჩერულ დაფინანსებას.რას მოიცავს პროგრამა?თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებული 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების ვაუჩერულ დაფინანსებას; ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 800 ლარს; დასასვენებლად განსაზღვრულია არანაკლებ 6 დღე-ღამე; პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთი ვაუჩერი გაიცემა; ვაუჩერით მოსარგებლე პირი თავად ირჩევს მომსახურების მიმწოდებელ სასტუმროს და სერვისის პირობებს; ვაუჩერი ძალაშია 2022 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

ვინ არიან ქვეპროგრამით მოსარგებლეები?
3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ან მოზარდი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ ვაუჩერის მიღების მსურველ ბავშვს ან მოზარდს აღნიშნულ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და ამგვარი შეწყვეტის შედეგად, ის სხვა მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა.როგორ უნდა ჩაერთოს ვაუჩერის მიღების მსურველი პირი ქვეპროგრამაში?ქვეპროგრამით მოსარგებლემ (კანონიერმა წარმომადგენელმა), 2022 წლის 17 იანვრიდან 2022 წლის 15 აპრილის ჩათვლით, ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადით უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა?1. დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;2. ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ;3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთწლიანი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.როგორ ხდება ვაუჩერის ანაზღაურება და რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს სერვისის მიმწოდებელმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელმაც მომსახურება გაუწია ვაუჩერით მოსარგებლე პირს?1. სერვისის მიმწოდებელი ვაუჩერით მოსარგებლის მიღებისთანავე, მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მერიის ცხელი ხაზის საშუალებით.2. ვაუჩერის განაღდება სერვისის მიმწოდებელს შეუძლია მომსახურების დასრულებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.3. სერვისის მიმწოდებელმა სამსახურს უნდა წარუდგინოს:ა) ვაუჩერი (დედანი) და ვაუჩერით მოსარგებლის დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;ბ) სერვისის მიმწოდებლის გაწეული მომსახურების ინვოისი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:ბ.ა) სერვისის მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;ბ.ბ) საბანკო რეკვიზიტები;ბ.გ) მომსახურების გაწევის ადგილის მისამართი;ბ.დ) ვაუჩერით მოსარგებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;ბ.ე) ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი;ბ.ვ) სერვისის მიწოდებისათვის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების ვაუჩერის ღირებულებას – 800 ლარს.ბ.ზ) სერვისის მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.გ) ინვოისი შედგენილი უნდა იქნეს ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურების მიღების შემდეგ.

წყარო: ​trialeti.ge​​​шаблоны для dle 11.2



მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
კომენტარები (40)
Dmlaqr
#31 Dmlaqr Гости 10 თებერვალი 2024 19:01
cost furosemide 100mg furosemide 100mg cost cost furosemide 40mg
Zdvnxz
#32 Zdvnxz Гости 11 თებერვალი 2024 05:43
sildenafil on line sildenafil order generic sildenafil 100mg
Upyqyx
#33 Upyqyx Гости 12 თებერვალი 2024 09:57
buy monodox pill acticlate ca purchase vibra-tabs for sale
Wypryi
#34 Wypryi Гости 12 თებერვალი 2024 20:15
buy semaglutide 14mg generic order semaglutide pill semaglutide usa
Mppjsb
#35 Mppjsb Гости 17 თებერვალი 2024 16:23
clarinex 5mg cheap buy desloratadine 5mg without prescription buy clarinex 5mg pills
Oyhhlh
#36 Oyhhlh Гости 18 თებერვალი 2024 10:28
cenforce cost buy cenforce pill cenforce 100mg ca
Qfnsrs
#37 Qfnsrs Гости 19 თებერვალი 2024 19:09
purchase chloroquine generic chloroquine 250mg us chloroquine for sale online
Rvfgyi
#38 Rvfgyi Гости 21 თებერვალი 2024 02:50
order metformin 500mg online cheap cheap metformin 500mg buy metformin online
Uiahxn
#39 Uiahxn Гости 25 თებერვალი 2024 03:49
rosuvastatin 20mg generic how to buy rosuvastatin how to get ezetimibe without a prescription
Axmwzr
#40 Axmwzr Гости 26 თებერვალი 2024 10:51
prilosec 10mg usa buy omeprazole no prescription buy prilosec for sale
Загрузить еще
1 2