ასობით რუსი ჯარისკაცი მოიწამლა
გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სანგრები გათხარეს რადიაციით დაბინძურებულ ზონაში, ე.წ. "წითელ ტყეში". ტყეს წითელი ეწოდა, რადგან 1986 წლის ბირთვული კატასტროფის დროს, ათასობით ფიჭვის ხემ წითელი შეფერილობა მიიღო.
ეს ტერიტორია იმდენად ტოქსიკურადაა მიჩნეული, რომ ჩერნობილის სპეციალიზებულ მუშაკებსაც კი არ აძლევენ ზონაში შესვლის უფლებას.
ამჟამად, რუსი ჯარისკაცები მკურნალობენ ბელარუსის ქალაქ გომელის სპეციალურ სამედიცინო ცენტრში.
Energoatom-მა, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე, განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები პანიკაში ჩავარდნენ და სასწრაფოდ დატოვეს ტერიტორია.
"დადასტურდა, რომ ოკუპანტები, რომლებმაც დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და სხვა ობიექტები მიმდებარე ზონაში, დაიძრნენ უკრაინა-ბელარუსის საზღვრისკენ. გასაკვირი არ არის, რომ ოკუპანტებმა რადიაციის დიდი დოზა მიიღეს და ავადმყოფობის პირველივე ნიშნებისთანავე პანიკაში ჩავარდნენ", - ნათქვამია Energoatom-ის განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რადიაციით მოწამლული ჯარისკაცებით სავსე 7 ავტობუსი უკრაინიდან ბელარუსში ხუთშაბათს დილით ჩავიდა.
წყარო: primenewsgeorgia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)