sitename
» მოწამვლის შიშით, პუტინმა თებერვალში 1 000 პირადი თანამშრომელი შეცვალა
Предложить новость
მოწამვლის შიშით, პუტინმა თებერვალში 1 000 პირადი თანამშრომელი შეცვალა





რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თებერვალში 1 000-მდე პირადი თანამშრომელი შეცვალა, იმის შიშით, რომ ისინი მას მოწამლავდნენ, - ამის შესახებ გამოცემა The Daily Beast რუსეთის მთავრობაში მყოფ ანონიმურ  წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

გათავისუფლებულთა შორის იყვნენ დაცვის წევრები, მზარეულები, მრეცხავები და მდივნები.

წყაროს ცნობით, მკვლელობის მცდელობას უცხოური მთავრობა არ გეგმავდა, არამედ იგი კრემლის შიგნიდან იგეგმებოდა.
 
„რუსული დაზვერვა, სავარაუდოდ, ერთადერთია, რომელიც ადამიანების მკვლელობისთვის საწამლავს იყენებს“, - აღნიშნა ანონიმურმა წყარომ
საწამლავი, როგორც მკვლელობის იარაღი, რუსეთში იშვიათი არ არის. ალექსეი ნავალნი, კრემლის ცნობილი კრიტიკოსი, 2020 წელს „ნოვიჩოკით“ ციმბირში მოწამლეს, ამაში კი პუტინი და მისი გარემოცვა დაადანაშაულეს. 

წყარო: ​pia.ge​​​

шаблоны для dle 11.2



მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
კომენტარები (0)