5-დან 18 ლარამდე - ვის რამდენით გაეზრდება ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი


image

 დღეიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა.

ტარიფმა 5 თეთრით მოიმატა როგორც „ეპ ჯორჯიას“ აბონენტებისთვის რეგიონებში, ისე „თელმიკოს“ მომხმარებლებისთვის დედაქალაქში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, საშუალოდ რამდენი ლარით გაეზრდებათ მოქალაქეებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადი.


რამდენი ლარით უძვირდებათ ელექტროენერგია თბილისელებს

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო (საყოფაცხოვრებო) ტარიფები მოხმარებული ენერგიის მოცულობის მიხედვით დიფერენცირებულია.

მოხმარებული კილოვატობიდან გამომდინარე, თბილისში მოქალაქეებს თვის საშუალო გადასახადი საშუალოდ, 5-დან 18 ლარამდე ეზრდებათ.

ასე მაგალითად, თუ „თელმიკოს“ აბონენტი ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა და ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიდა, დღეიდან მისთვის ტარიფი 20.041 თეთრამდე გაიზარდა. თუ მაქსიმალურ მაჩვენებს ავიღებთ, [100 კვტ.სთ] გამოდის, რომ ასეთი აბონენტი ძველი ტარიფით 15,041 ლარის ოდენობით თვიურ გადასახადს გადაიხდიდა, ახლა კი თანხის მოცულობა 20.041 ლარამდე გაიზარდა.

101-დან 301 კილოვატ საათამდე აბონენტებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 25.053 თეთრამდეა მომატებული, რაც ნიშნავს იმას, რომ თვიური გადასახადი ამ კატეგორიაში მაქსიმუმ, [300 კვტ.სთ] 57.159 ლარს შეადგენდა, ახლა კი 75.159 ლარი გახდა.

რაც შეეხება 301 კილოვატზე მეტ მოხმარებულ ელექტროენერგიას, ამ შემთხვევაში, აბონენტებს ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაეზარდათ. გამოდის, რომ თუ მოქალაქე მინიმუმ [301 კვტ.სთ], 70.846 ლარს იხდიდა, ახლა გადასახადის მოცულობამ 85.896 ლარამდე მოიმატა.

რამდენით უძვირდება მომხმარებელს დენის გადასახადი რეგიონებში

5-დან 15 ლარის ფარგლებში მერყეობს თვიური გადასახადის ზრდა რეგიონების შემთხვევაში.

უფრო კონკრეტულად, აბონენტებისთვის, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელ.ენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 14.731 თეთრიდან 19.731 თეთრამდე გაიზარდა. გამოდის, რომ მათთვის დენის ყოველთვიური გადასახადი [100 კვტ.სთ] 14.7 ლარი იყო 19.7 ლარი გახდა.

101-დან 301 კილოვატ საათამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრიდან 23.707 თეთრამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის ყოველთვიურმა გადასახადმა მაქსიმალური მოხმარების - 300 კვტ.სთ-ს შემთხვევაში, 56.124 ლარიდან 71.121 ლარამდე მოიმატა.

ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.227 თეთრი იყო, ახლა კი 28.227 თეთრით განისაზღვრა. გამომდინარე აქედან, თუ ამ კატეგორიის აბონენტი დენის მოხმარებისთვის თვეში მინიმუმ [301 კვტ.სთ], 70 ლარს იხდიდა, ახლა მისი გადასახადი 85 ლარია.

 წყარო





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
"პოლიციელმა მითხრა, ყოველ ღამე 4 ბავშვი კვდებაო, კახეთში 15 მოკვდა იმავე სიტუაციაში... თურმე ჩემს შვილიშვილს 100 ათას ლარზე მეტი ჰქონია გადარიცხული, ეტყობა აგროვებდნენ" - თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა ვიდეომიმართვას ავრცელებს
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რას ამბობს ნინი ბადურაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორზე? – “20-ის ვიყავი თუ 19-ის, როცა უკვე დაიწყეს აქტიურად ამაზე ლაპარაკი და ჭორაობა”
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
რეკლამა