ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს - ნათია თურნავა


image

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ეროვნული ვალუტა 5-6%-ით არის გაუფასურებული.

"ლარის მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. დოლარი გამყარდა ბოლო პერიოდში ევროსთან და ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან მიმართებაში. ლარის კურსთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. თუ შევადარებთ ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. განსხვავებით საარჩევნო პერიოდისა, როდესაც იყო მაღალი მოთხოვნა დოლარზე და რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებულიყო ლარი, ამიტომ მოგვიწია კიდეც ჩარევა. ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. ეს კვირა რომ ავიღოთ, ორშაბათს და სამშაბათს გამყარდა, გუშინ ცოტათი გაუფასურდა, დღეს ისევ გამყარდა და ასე შემდეგ", – განაცხადა ნათია თურნავამ.


ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები სტაბილურია. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, მზარდია ტურიზმიდან შემოსავლები.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სავალუტო შემოდინებებს, რომელიც ახლა სტაბილურია. აქ მნიშვნელოვანია ტურიზმიდან შემოსავალი. წინასწარი მონაცემებით, როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე შემოსავლების კუთხით ზრდა არის. ძალიან რთულია ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთო ისეთ დროს, როცა გაქვს არა ფიქსირებული ლარის კურსის, არამედ მცურავი კურსის პოლიტიკა. ინფლაცია კვლავ რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ეს გვიწერია კიდეც კანონში. ფასების დონე შედგება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტული პროდუქციისა და მომსახურებისნათია თურნავა - ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს ფასებისგან. იმპორტული პროდუქციის ფასები კი პირდაპირ დაკავშირებულია ლარი-ევროსა და ლარი-დოლარის კურსთან. ლარი როდესაც უფასურდება, თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტული საქონლის გაძვირება ან, მაგალითად, როდესაც ხდება სასაქონლო ფასების, მაგალითად, ნავთობის, ზეთის და სხვა პროდუქტების გაძვირება, ეს აისახება ფასებზე. რაც შეეხება ჩვენს ადგილობრივ ფასებს, მთელი თვეების განმავლობაში მიზნობრივ 3%-ზე დაბალი რჩებოდა", – აღნიშნა ნათია თურნავამ.


წყარო: tia.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

ChipWhisperer
ChipWhisperer 17 November 2025 16:07
https://t.me/s/Top_BestCasino/117

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
“რაღა ეხლა წააგე ბიჭო და დატოვე ეს ხელოსნები უფულოდ” – მერაბ დვალიშვილი ქართველი ქომაგის კომენტარმა გააღიზიანა – როგორ უპასუხა მებრძოლმა მასზე დაწერილ სტატუსს ?
ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს
ვინ არის ილია თოფურიას ახალი რჩეული - ეს­პა­ნუ­რი მე­დია მის ვინაობას ამხელს
„თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, სოფლად მცხოვრებს სოციალური დახმარება დანიშვნოდა“ – ვის შეიძლება შეუწყდეს შემწეობა
"მე ვარ მინი ბასლა" - ლაშა ბასლანძის შვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
„მომიკლეს და, ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა..." - რას წერს წერეთლის გამზირზე ავარიის შედეგად გარდაცვლილი თამარ გერმანიშვილის და
მიხეილ ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელიც 2026 წელს ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებს
"ეს იქნება დიდი შოკი….” –ვრცელდება ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება მიხეილ სააკაშვილის შესახებ
ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - ასტროლოგები ასახელებენ
დიდი ტრაგედია ჟანრი ლოლაშვილის ოჯახში – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
რეკლამა