თუ ბანკში სესხი გაქვთ, ეს უნდა იცოდეთ - გაიზრდება თუ არა ყოველთვიური შენატანი: რა წერია "საზოგადოება და ბანკების" მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში


image

241 326 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი. კერძოდ, როგორც ცნობილია, 2026 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 241 326 სესხია გაცემული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა, "საზოგადოება ბანკები" განმარტავს, რომ აღნიშნულ მსესხებლებს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.

მათივე ინფორმაციით, 241 326 გაფორმებული ხელშეკრულებიდან, 80% იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე მოდის, 19% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებზე, ხოლო დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 1%-ია გაფორმებული.

"ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 18.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. აქედან იპოთეკური სესხები 3.7 მლრდ. ლარს შეადგენს, ხოლო სამომხმარებლო სესხებზე 5.9 მლრდ. ლარია გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.1 მლრდ ლარი), მსხვილ ბიზნესზე კი 3.3 მლრდ. ლარი.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 56,992 ლარს, სამომხმარებლო სესხის 42,569 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 135,180 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 1,545,208 ლარს შეადგენს.

2024 წლის ოქტომბრის შემდეგ ინფლაცია იზრდებოდა და 2025 წლის მარტიდან აჭარბებს მიზნობრივ (3%) მაჩვენებელს. თუმცა, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ბოლო 2 წელია არ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ განაკვეთი არ უკვე 2 წელია 8%-ია, სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები მაინც გაიზარდა, რისი ძირითადი მიზეზიც, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და მომატებული რისკებია.

2026 წლის თებერვალში ინფლაციამ 4.6 პროცენტი შეადგინა. ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან უნდა დაახლოებოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა ენერგომატარებლებზე და ტრანსპორტირებაზე ფასები გაზარდა. რაც ზრდის იმის რისკს, რომ ინფლაციური პროცესები გლობალურიდან საქართველოსაც გადმოეცემა. მოსალოდნელია, რომ მარტში ინფლაცია საწვავის ფასების გამო გაიზრდება. საგარეო შოკების ხანგრძლივად გაგრძელების პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცროს და გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი",- წერს "საზოგადოება და ბანკები".

წყარო: BPN





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
საქართველოს საპატრიარქო უწმინდესისა და უნეტარესის პანაშვიდისა და დაკრძალვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ახალი პატრიარქი ასეთი იქნება! " - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წლების წინ
„ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ - ანდრია ჯაღმაიძე
როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე - ვრცლად
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
„ხათუნა რომ ავად გახდა, პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა...“ - ნინი ქარსელაძის ემოციური პოსტი
ნიკა გვარამია დღეს სიონის ტაძარში მეუფე შიოს ქადაგების დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტს ეხმაურება
ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის... - ივანე ჩხაძე მშობლებს აფრთხილებს
„გამაფრთხილეს, პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო“ - მამა შალვამ უცნობი ამბავი გაამხილა
თუ წონაში მოიმატეთ, მე გეტყვით იმ ერთადერთ პროდუქტს, რომელიც უნდა მიიღოთ - გიორგი ღოღობერიძე
რეკლამა