აღდგომის შემდეგ შესაძლოა, კვერცხი ისევ გაძვირდეს - რამდენი პროცენნტით შეიძელბა გაძვირდეს კვერცხი: რას ამბობს "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი


image

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ შესაძლოა, საქართველოში კვერცხი გაძვირდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა.


მისივე თქმით, ქვეყანაში ძვირდება კვერცხის თვითღირებულებაში შემავალი კომპონენტები, როგორებიცაა საწვავი და ელექტროენერგია, რაც საბოლოო ფასზე გავლენას მოახდენს.


„ტარიფების ზრდა, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენზეც. ელექტროენერგიას მნიშვნელოვნად მოვიხმართ. მოგეხსენებათ, ქათამს სჭირდება საკვები, რომელის მომზადებაც ადგილზე ხდება. ძირითადად, ეს მოიცავს ხორბლის, სიმინდისა და მარცვლეულის დაფქვას. ჩვენი მხრიდან ელექტროენერგიის გამოყენება საკმაოდ ინტენსიურია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფასში ისახება.


ჯერ ზუსტი დათვლები არ გაგვიკეთებია. მხოლოდ ელექტროენერგიის ფაქტორი არ მუშაობს, ხედავთ, საწვავიც როგორ გაძვირდა. ერთიანად მოხდება ამ ხარჯების დათვლა. პირობა გვაქვს მიცემული, რომ ფასს აღდგომის ჩათვლით არ გავზრდით. ჩვეულებრივ, როგორც იყო დაგეგმილი, აქციებიც გაგრძელდება.


აღნიშნულ საკითხზე სწორედ აღდგომის შემდეგ ვიმსჯელებთ. ჩვენთვის საწვავიც მნიშვნელოვანია, რადგან დისტრიბუციას თავად ფაბრიკები ვაკეთებთ. შესაბამისად, ცალ-ცალკე დათვლას, ყველაფრის ერთიანად დათვლა მოგვიწევს.


„თუ ასე გაგრძელდა, ფასის ზრდა 5%-ზე მეტითაც მოგვიწევს“


ვნახოთ, შევხედოთ მოცემულობას. თუმცა, გაძვირება ნამდვილად მოსალოდნელია. ხედავთ, რამდენით მოიმატა საწვავისა და დისტრიბუციის ხარჯებმა. საკმაოდ სერიოზულია ელექტროენერგიის ფასის მატებასაც. ამასთან, ძალიან გაჭირდა და რახან გაჭირდა, შესაბამისად, გაძვირდა კიდეც ქვეყანაში სიმინდის შემოტანა. ისე მიდის საქმე, რომ თვითღირებულების შემადგენელი ყველა კომპონენტების გაძვირება ხდება“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა. განაგრძეთ კითხვა...





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
ზოდიაქოს 3 ნიშანს, 2026 წლის შემოდგომაზე ფინანსურად გაუმართლებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
რეკლამა