ცნობილია, რამდენი პროცენტით შემცირდება კვერცხის ფასი


image

ორშაბათიდან კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება. ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ესაუბრა

მისი თქმით, პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მწარმოებლებს გაუჩნდათ იმედი, რომ დარგში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იანვარში კვერცხზე მომატებული ფასი, ისევ დაეკლოთ.

„პრემიერთან შეხვედრა რომ შედგა, ჩვენი წარმოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ და მოახერხეს როგორც სიტყვით გამოსვლა და თავისი ტკივილის მიტანა პრემიერამდე, ისე მიეცათ საშუალება, პრივატულად ესაუბრათ. თემები რაც გვაწუხებს, დღგ, ქეშბექები და ა.შ იმდენად კარგად ჰქონდა შესწავლა პრემიერს, გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ შეიძლება იყოს წინსვლა და რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, რაც წელს იანვარში გვქონდა ფასნამატი, მწარმოებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეს დაეკლოთ. ანუ, რაც იყო წლევანდელი ფასნამატი, ეს დავაკელით. დანარჩენს შევხედავთ. დაპირებაც არის, რომ ყურადღების მოქცევაზე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ჩვენ წერილით მივმართავთ ყველა ქსელურ მაღაზიას და ორშაბათიდან უკვე ფასს დავუწევთ. ისინიც ალბათ, ნაშთებს მოყიდიან და იმ კვირიდან უკვე ქსელშიც უნდა გაიაფდეს“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

კითხვაზე, რის ხარჯზე მოხდა ფასის კლება? –მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს:

„ნათელი მომავლის იმედით, მარჟა დავიყვანეთ ფაქტობრივად ნულზე და შევხედოთ რა იქნება“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეხვდა ქართველ მწარმოებლებს, რითეილ სექტორს და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. ასევე, ნავთობიმპორტიორებ სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა. განაგრძეთ კითხვა





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
„თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, სოფლად მცხოვრებს სოციალური დახმარება დანიშვნოდა“ – ვის შეიძლება შეუწყდეს შემწეობა
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
„თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, სოფლად მცხოვრებს სოციალური დახმარება დანიშვნოდა“ – ვის შეიძლება შეუწყდეს შემწეობა
"ინფარქტი­ ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა ოპერაცია არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა" - ვინ იყო ზესტაფონელი ექიმი?
მოახლოებული გულის შეტევის 6 ფარული ნიშანი – თუ მათ ამოიცნობთ, ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენთ
რეკლამა
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
"პოლიციელმა მითხრა, ყოველ ღამე 4 ბავშვი კვდებაო, კახეთში 15 მოკვდა იმავე სიტუაციაში... თურმე ჩემს შვილიშვილს 100 ათას ლარზე მეტი ჰქონია გადარიცხული, ეტყობა აგროვებდნენ" - თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა ვიდეომიმართვას ავრცელებს
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
რეკლამა