„თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, სოფლად მცხოვრებს სოციალური დახმარება დანიშვნოდა“ – ვის შეიძლება შეუწყდეს შემწეობა


image

მთავრობა სოციალური დახმარების პოლიტიკის შეცვლას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სოციალურ შემწეობას იმაზე მეტი პირი იღებს, ვიდრე რეალურად არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში შემწეობას ჯამში 708 245 ადამიანი იღებდა, აქედან 461 796 პირი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 246 449 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.

სოციოლოგი პაატა აროშიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა უნდა გადაიხედოს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება და 1-2 წელიწადში ვერ მოგვარდება.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად იმდენი ადამიანი არ არის სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული, რამდენიც იღებს შემწეობას. ამ ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია გარკვეული სახის შემოსავლები, მაგალითად, თვითდასაქმებით მიღებული და ა.შ. ფაქტია, რომ ეს გადახედვას საჭიროებს. ეს დახმარებები შეიძლება გადანაწილდეს იმ ადამიანებზე, ვისაც უფრო მეტად სჭირდება დახმარება და ამით სამართლიანობის პრინციპი უფრო დაცული იქნება.

ალბათ, ვიღაც იტყვის, რომ ეს დახმარება მინიმალური თანხაა და გინდ ყოფილა, გინდ არაო, მაგრამ ერთიანობაში, როდესაც ბაზაში ადამიანთა დიდი რაოდენობაა, სახელმწიფოს საკმაოდ დიდი თანხები უჯდება. ეს ფინანსური რესურსი კი შეიძლებოდა სხვა პრობლემების მოგვარებას მოხმარებოდა.
ფაქტია ისიც, რომ 1-2 წელიწადში ეს არ მოგვარდება. რა მიზერულ დახმარებასაც არ უნდა იღებდეს ადამიანი, ეს მისთვის დანაკარგია და რაც არ უნდა სხვა შემოსავალი ჰქონდეს, ის ყოველთვის იტყვის, რომ დახმარება მოეხსნა.

აქ მთავარია, რომ ამ პროცესს ჩამოშორდეს პოლიტიკური მდგენელი ანუ პოლიტიკური ელფერი არ უნდა შეიძინოს. საჭიროა ფსიქოლოგიური მიდგომაც, რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანი ეჩვევა და სახელმწიფოს დახმარებაზე ხდება დამოკიდებული. თუ მთავრობა, არა ადამიანების სოციალურ შემწეობაში, არამედ მათ დასაქმებაში ან ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებაში ჩადებს რესურსს, რომ ადამიანმა საკუთარი საქმიანობა დაიწყოს, ეს ბევრად უფრო მომგებიანი იქნება მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის. რაც მთავარია, კარგი იქნება თვითონ ამ ადამიანების განვითარებისთვის, ვიდრე ბიუჯეტზე ჩამოკიდება და თვიდან თვემდე იმის ლოდინი, როდის ჩაერიცხება დახმარება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ სისტემაში ჩართულ ადამიანთა მონაცემები უნდა გადაიხედოს და რაღაც ახალი უნდა შემუშავდეს. თუმცა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი იქნება მათთვის, ვისაც ამ ტიპის დახმარება მოეხსნება“, – ამბობს პაატა აროშიძე.

კითხვაზე, როგორ შეიძლება ადამიანთა რეალური შემოსავლების დადგენა და რაც მთავარია, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა? – სოციოლოგი ამბობს, რომ ამის მიღწევა კრიტერიუმების დეტალური გაწერითა და ადმინისტრირებით არის შესაძლებელი. განაგრძეთ კითხვა>>>





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
"პოლიციელმა მითხრა, ყოველ ღამე 4 ბავშვი კვდებაო, კახეთში 15 მოკვდა იმავე სიტუაციაში... თურმე ჩემს შვილიშვილს 100 ათას ლარზე მეტი ჰქონია გადარიცხული, ეტყობა აგროვებდნენ" - თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა ვიდეომიმართვას ავრცელებს
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
რეკლამა