ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე?


image

სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სისტემა, რომელიც ყველა საბანკო ბარათს ამოიცნობს და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს.


რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის ვადებს, პაატა კვიჟინაძის თქმით, 2026 წლის აპრილიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხზე მსჯელობა გაიმართება და თარიღი შემდეგ გახდება ცნობილი.


„ეს არის ე.წ. ჭკვიანი მარშრუტიზაცია. ეს გულისხმობს გადახდების ისეთ სისტემას, რომელიც ტრანზაქციის განხორციელებისას ირჩევს ყველაზე სწრაფ, იაფ და ოპტიმალურ გზას. ანუ „ჭკვიანი მარშრუტიზაცია“ შეამოწმებს მაგალითად, საკომისიოს ოდენობას, ოპერაციის სიჩქარეს და ტრანზაქციას განახორციელებს საუკეთესო გზით.


გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს მაღაზიაში დგას რამდენიმე ბანკის ტერმინალი და ყველა საფინანსო ოპერაცია ამ [კონკრეტული] ბანკით ხდება, ახლა ეს იქნება ტერმინალი, რომელიც ამოიცნობს ამ ბარათებს და კონკრეტულ ბანკთან კონტაქტი აღარ ექნება, პირდაპირ ამ მაღაზიაში გადაირიცხება თანხები.


როდესაც მაგალითად, ბარათს დაადებს მცირე ბანკი, ვისაც ახლა გადახდის სისტემა არ აქვს, თავად ტერმინალი მიხვდება, რომელია ყველაზე სწრაფი, იაფი გზა, რომ ეს [გადახდა] გაკეთდეს. როდესაც დღეს მაღაზიაში შედიხარ, ყველა გვეკითხება, რომელი ბანკით გინდა გადახდა. უცხოეთში ალბათ, გინახავთ, ასეთი რამ არ არის - გაძლევს ერთ ტერმინალს და გადახდა ყველა ბარათიდან ხდება.
რაც შეეხება საგადასახადო მომსახურების პროვაიდერისვადებს, რომ მოირგონ ჭკვიანი სისტემა, ეროვნულ ბანკს ექნება ვალდებულება, შეიმუშაოს ყველა ის მექანიზმი, რომელიც საჭიროა.. კანონპროექტით დადგენილი ვადა აპრილამდეა, თუმცა, ეს არ არის დოგმა, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე ვისაუბროთ”, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.


ცნობისთვის, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელთა ნაწილი გადავადდა. მაგალითად, მუხლები, რომელიც საბარათე გადახდებზე ბანკებისთვის ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობდა, დროებით ამოღებულია პროექტიდან.

წყარო: ​palitravideo.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს - ნათია თურნავა
„მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვაა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა“ - იაგო ხვიჩია
ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ”
რეკლამა
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა