პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს


image

პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

,, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით.

წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

12:15 საათზე ტაძარში  მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის  წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს  გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.

 მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.

 ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
საქართველოს საპატრიარქო უწმინდესისა და უნეტარესის პანაშვიდისა და დაკრძალვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ახალი პატრიარქი ასეთი იქნება! " - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წლების წინ
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
პროკურორი, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას შესახებ, ახალ ინფორმაციას ავრცელებს
რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
„ხათუნა რომ ავად გახდა, პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა...“ - ნინი ქარსელაძის ემოციური პოსტი
თუ წონაში მოიმატეთ, მე გეტყვით იმ ერთადერთ პროდუქტს, რომელიც უნდა მიიღოთ - გიორგი ღოღობერიძე
დასახელდა ახალი ხილი, რომელშიც კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება აღმოაჩინეს - კვლევა
ირაკლი ჭელიძის მეუღლე ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალის დასრულების შემდეგ მიმართვას ავრცელებს
წყალი 18 საათით შეწყდება - მისამართები და აღდგენის დრო
რეკლამა