უწმინდესის და უნეტარესის, დიდი კათალიკოსის, ილია II ცხოვრების გზა (1933- 2026)


image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ საქართველოს პატრიარქის მდგომარეობა ღამით დამძიმდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებული იყო კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქტი, ილია მეორე   1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზიში დაიბადა. 

დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს.

1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა;

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში  ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად;

1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა  ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად;

1961 წელის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში;  1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად;

1963-1972წწ. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი;

1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში;

1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში;

1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ;

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად;

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა–ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები;

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები; ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია; ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა;

მონასტრებისა - 53-მდე; სასულიერო პირთა - 1000-მდე; მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა; აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის - წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

საკანდიდატო დისეტრაციის თემა – "ათონის ივერიის მონასტრის ისტორია".


წყარო:  primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რას ამბობს ნინი ბადურაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორზე? – “20-ის ვიყავი თუ 19-ის, როცა უკვე დაიწყეს აქტიურად ამაზე ლაპარაკი და ჭორაობა”
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
თეონა კონტრიძე საზოგადოებას აფრთხილებს - "აბსოლუტური ჯოჯოხეთია! ჩემი ოჯახი ამ პრეპარატის მსხვერპლია"
ამ უბრალო დეტალმა ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა - შესაძლოა მისთვის ყურადღება არც მიგიქცევიათ
„კვლავ დავქორწინდებოდი და 3 შვილსაც გავაჩენდი…“ – ჯორჯინა უზკატეგუი განქორწინების შემდეგ პირადზე ალაპარაკდა
რეკლამა