ცნობილი მხატვარი გარდაიცვალა


image

რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მხატვრის, თინათინ ჰაინეს გარდაცვალების გამო.

თინათინ ჰაინე - შესანიშნავი მხატვარი, გულისხმიერი პედაგოგი და ადამიანური ღირსებებით უხვად დაჯილდოვებული პიროვნება...

ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ქალბატონი თინათინის გარდაცვალებამ.

ხატვა ბავშვობიდან იტაცებდა და სრულიად ახალბედა მხატვარს თავად სერგო ქობულაძემ დაულოცა გზა ხელოვნებაში. შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია, თეატრალურ-დეკორაციული განყოფილება, ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნო. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“ სადიპლომო ნამუშევარის თემა იყო. პირველი სპექტაკლი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე გახლდათ კვლავ მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, ჰერმან ვედეკინდის დადგმა.

1969 წლიდან დაიწყო მისი ურთიერთობა თეატრთან. ქალბატონ თინათინს ორასამდე სპექტაკლის სცენოგრაფია აქვს შექმნილი. მუშაობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: დოდო ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, შალვა გაწერელია და მრავალი სხვა.
არც ფერწერას ივიწყებდა და არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონია. 90-იან წლებში ხშირად იფინებოდა გერმანიაში. ორგანიზება გაუკეთა ქართველ მხატვართა გამოფენებს გერმანიის რამდენიმე ქალაქში.
თინათინ ჰაინე მრავალი წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და არაერთი თაობა აღზარდა, აზიარა დიდ ხელოვნებას.

მისი თვალები მუდამ სიკეთეს ასხივებდნენ, ალბათ ამიტომაც იმსახურებდა გარშემომყოფთა დიდ სიყვარულსა და პატივისცემას.

ჯერ კიდევ პატარა თინათინს მამა ხშირად უყვებოდა გერმანიაზე, საქსონიაზე და იქ, სამშობლოში, დაბრუნების სურვილი მუდამ თან სდევდა. ეს სურვილი კი სულ რამდენიმე წლის წინათ აისრულა და გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ საქართველოს სიყვარულიც თან გაიყოლა. „თვალს რომ დავხუჭავ, დაძინებაც არ მჭირდება, ჩემს საყვარელ თბილისს ვხედავ“ - ამბობდა ხშირად და ეს სიყვარული თან გაჰყვა ალბათ.უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით საყვარელ თინათინს, მისი ნათელი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
ქორწინება ცნობილ მსახიობთან, ერთი შვილი და ბედნიერი ცხოვრება: მშვენიერი მსახიობი, სოფო გორელაშვილი ეკრანს მიღმა
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
46 და ღალატი: საჩუქარი, რომელსაც არასდროს დავივიწყებ და რომელმაც ჩემი სამყარო დაანგრია
“შორენა გეძახის დაჩი ! შენი ცოდვით ეცხოვროთ ლენჩებს !!!” – გიგა ცხელიშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს
„გაფრინდა ჩემი თიკო, ჩემი ბავშვობა...“ - მოდელი თაკო ჩხეიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ვინ არის გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი?
რეკლამა
პოპულალური
"ეს არის მეორე ტრაგედია" - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი შვილი, ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას საქმეში, ერთ-ერთ დამკვეთად დაასახელა
2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
მერიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე
„სიძის სიმღერამ 700-კაციანი ქორწილი ფეხზე დააყენა... ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება...“
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
რა არის ის პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არ ჰქონია
პროკურორი, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას შესახებ, ახალ ინფორმაციას ავრცელებს
რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს
რეკლამა