ქორწინება ცნობილ მსახიობთან, ერთი შვილი და ბედნიერი ცხოვრება: მშვენიერი მსახიობი, სოფო გორელაშვილი ეკრანს მიღმა


image

მსახიობი სოფო გორელაშვილი მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის არაერთ წარმატებულ პროექტში მონაწილეობდა და თეატრის სცენაზეც თამაშობდა. პოპულარობა კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში "სიყვარულს მიღმა" შესრულებული როლით მოიპოვა. 

სოფო გორელაშვილი

პროფესიით მსახიობია. როგორც კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა, რუსეთის "პირველი არხის" დიდ პროექტში - სერიალ "ტრიუკაჩში" მოხვდა. მალე რუსეთში ამ ფილმის პრემიერა გაიმართება. სერიალზე წელიწად-ნახევარი მუშაობდა და ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებდა.


საქართველოში დაბრუნებული, ახალ სერიალში "მზარეულები" მიიწვიეს. 
ბავშვობაში სტილისტობა უნდოდა, მოგვიანებით კი მსახიობობამ გაიტაცა. დედა მის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, გასაგებია, რატომაც - საქართველოში მსახიობის პროფესია დაფასებული არ არის. ერთი წლის მანძილზე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა, ბოლოს, მაინც თეატრალური აირჩია. 

"პირველ კურსზე მქონდა განცდა, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. გარემო ისეთი იყო, როგორიც მინდოდა, სწავლის პროცესიც საინტერესო გახლდათ, მაგრამ რეჟისორმა, რომელიც მაშინ გვასწავლიდა, ჩემთან ურთიერთობისას სხვაგვარი მიდგომა აირჩია.

მას ჰქონდა წარმოდგენა, რომ ძალიან გათამამებული და თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ ჩემთვის ასე ნამდვილად არ იყო. იმ ხერხით, რომელიც ჩემთან საურთიერთოდ აირჩია, ჯოჯოხეთი გამატარა. საბოლოო ჯამში, როცა ახალ პიესაზე მუშაობა დაიწყო და რამდენიმე სტუდენტი აგვარჩია, ორი გოგოდან ერთ-ერთი მე ვიყავი. მაშინ მივხვდი, თურმე როგორი თვალით მიყურებდა; თურმე რატომ ჰქონდა ასეთი მიდგომა ჩემდამი. ეს ყველაფერი პირველ კურსზე ხდებოდა, მერე ყველაფერი კარგად აეწყო.
კინო სხვაგვარად მიტაცებდა, თეატრს სხვაგვარი ხიბლი აქვს. თავიდანვე ასე გადაწყვეტილი არ მქონდა, რუსთაველის თეატრში ვითამაშე, შემდეგ სხვადასხვა თეატრში მიწვეული მსახიობის სტატუსით ვთამაშობდი.

სოფოს ყოფილი მეუღლე მსახიობი როლანდ ოქროპირიძეა. მათი სიყვარულის ისტორია მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, თუმცა მათი ქორწინება მალე დასრულდა. მიზეზზე მსახიობებს არასდროს უსაუბრიათ.


"ყოფილ მეუღლესთან კარგი, ზომიერი, ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს... მისი წარმატება გამიხარდება და ვიცი, რომ ჩემი კარგად ყოფნით ისიც ბედნიერი იქნება. კარგი მამა გახლავთ. საბას როლანდი ძალიან უყვარს. როცა ახერხებს, შვილს ნახულობს. ასეთ დროს საბაც ძალიან ბედნიერია..."

წყარო: ​marao.ge​​​






ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები აპრილსა და მაისში
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რეკლამა