რატომ არ უნდა დავტოვოთ ტაძარი წირვის დასრულებამდე - წმინდა მამების შეგონება


image

რა არის თავისი არსით წირვა-ლოცვა ანუ ლიტურგია და მათზე დასწრება რაოდენ მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის? აი, რას ამბობს ამაზე წმინდა იოანე კრონშტადტელი.

"საღმრთო ლიტურგიის – ამ საიდუმლოს გამო ანათებს ცაზე დღისით მზე, ღამით კი მთვარე, თავის ნათელს გამოსცემს აურაცხელი ზეციური ვარსკვლავი, მიწასაც ამის გამო გამოაქვს ნაყოფი და პურითაც ამის გამო ვიკვებებით. ვიმეორებ, მიწა მხოლოდ იმისათვის იძლევა ნაყოფს – პურსა და ყურძენს, რომ ყოველდღე, ლიტურგიის აღსრულების ჟამს, წმინდა ტრაპეზზე პური და ღვინო შეიწირება. ჩვენ კი არ გვაძლევს, ჩვენთვის, ცოდვით მოწყლულთათვის კი არ მოაქვს მიწას თავისი ძღვენი (არ ვღირვართ ჩვენ ამად), მიწა ნაყოფს უსისხლო მსხვერპლის შესაწირად გვაძლევს და მოგვცემს მანამ, სანამ დედამიწაზე საღმრთო ლიტურგია აღესრულება.
არ იქნება ლიტურგია და, მზე დაბნელდება, აღარც მიწა გამოიღებს ნაყოფს" - წმ. იოანე კრონშტადტელი.

***

შეიძლება თუ არა ლოცვის ან წირვის დასრულებამდე ეკლესიიდან გამოსვლა და წასვლა? - ეს ბევრისთვის საინტერესო საკითხია. პასუხია - არა. 
ლოცვასა და წირვაზე იდექი და მოიცადე დასრულებამდე. გაიხსენე იუდა გამცემლის დანაშაული და ნუ გამოხვალ ეკლესიიდან, რადგან იგი შეიქმნა დასაბამი იუდას წარწყმედისა, ვინაიდან არ დაელოდა ლოცვის დასრულებას. მიიღო თუ არა ცხოვრების პური, ადგა და გამოვიდა. მაშინვე შევიდა მასში ეშმაკი და ისწრაფოდა უფლის გაცემას. თუ შენც დროზე ადრე გამოხვალ, იმავე სასჯელს მიიღებ. მცირე დროის გამო ნუ ეზიარები იუდას სასჯელს. არ არის შენთვის მძიმე იქ დგომა და ლოდინი. არც ზამთარი გაჭირვებს შენ იქ, არც ცეცხლი, არც სხვა რაიმე გვემა, არამედ მხოლოდ მოთმინებაა საჭირო იმ ერთი ჟამისთვის. ჩვენ სხვა არაფრისათვის გვებრძანა უქმობა კვირა დღეს, არამედ, რათა ლოცვისათვის მოვიცალოთ.

"არ წახვიდეთ ეკლესიიდან, სანამ წმინდა მამების ლოცვას, "გიხაროდენ ღვთისმშობელო ქალწულო", "მამაო ჩვენო"-ს არ მოისმენ, რადგან ზუსტად მაგ დრომდე იმყოფებიან ეკლესიაში ანგელოზები, უფლის წმინდანებიც და თვით უფალიც. შემდეგ ტოვებენ იქაურობას. შენ აიღებ ნაკურთხ პურს და მერე დატოვებ ეკლესიას."

დაბოლოს, მამა გაბრიელი წირვაზე:

"თქვენ რომ ხედავდეთ, როგორი მადლი გადმოდის წირვის დროს, მზად იქნებოდით ტაძრის იატაკზე მტვერი შეგეგროვებინათ და იმით სახე დაგებანათ"...


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
"პოლიციელმა მითხრა, ყოველ ღამე 4 ბავშვი კვდებაო, კახეთში 15 მოკვდა იმავე სიტუაციაში... თურმე ჩემს შვილიშვილს 100 ათას ლარზე მეტი ჰქონია გადარიცხული, ეტყობა აგროვებდნენ" - თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა ვიდეომიმართვას ავრცელებს
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
რეკლამა