წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„25 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქ. N94-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ბეჟანიშვილის, ქართლის, ღრმაღელის, თმოგვის და დაისის ქუჩებს შესახვევებით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)