რუსეთი უკრაინაში დაღუპული ოკუპანტების ოჯახებს ნაგვის გადასახადისგან ათავისუფლებს
რუსეთის ქალაქ ირკუტსკში, ნაგვის კომპანიამ უკრაინაში ბოევიკების ოჯახებისთვის სპეციალური შეღავათი გამოაცხადა. ისინი გათავისუფლდებიან კომპანიის მომსახურების საფასურის გადახდისგან.
განცხადება ირკუტსკის რეგიონული ნაგვის კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:
„მისამართები, სადაც გარდაცვლილი სამხედროები არიან რეგისტრირებული ან ცხოვრობენ, 2022 წლის 1 თებერვლიდან გათავისუფლდებიან მომსახურების გაწევისგან" - ნათქვამია განცხადებაში.
ნაგვის კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ჩამოწერენ ვალებსა და ჯარიმებს და ახალი გადასახადი არ დაწესდება. მაგრამ არ აკონკრეტებენ, როგორ მოიპოვებს ზუსტ მონაცემებს მსხვერპლთა შესახებ.
წყარო: newposts.ge/
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (47)