მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი? – რა ჩვენება დევს კესარია აბრამიძის საქმეში – მედია
“პირველების” ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეში ტაქსის მძღოლის ჩვენება დევს. ჩვენებით ირკვევა, რომ 26 წლის მამაკაცს მეგობარ ქალზე ანგარიშსწორება წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რის შესახებაც ინფორმაცია, სავარაუდოდ, საკუთარი ოჯახის წევრსსაც მიაწოდა.
მედიის ცნობით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)