გათხოვება 17 წლის ასაკში , საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ტრაგედია ოჯახში - თიკა ფაცაციას პირადი ცხოვრების საიდუმლო ამბები
თიკა დაოჯახებულია. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.
მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ.
3 წლის იყო თიკა ფაცაცია, როცა ტრაგედია მის ოჯახში დატრიალდა. მისი უფროსი ძმა 9 წლის ასაკში დაიღუპა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ფაცაციას დედა იხსენებს, შემთხვევა ერთ-ერთ პიონერთა ბანაკში მოხდა, სადაც ბავშვები ხელმძღვანელთან ერთად ისვენებდნენ. ”ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო.” – ამბობს თიკა ფაცაციას დედა.
თიკა ფაცაციამ ორჯერ სცადა ევროვიზიაზე გასვლა, 2008-2009 წლებში თუმცა სამწუხაროდ არ გაუმართლა. პირველ ჯერზე არჩევანი დიანა ღურწკაიაზე შეაჩერეს, მეორედ კი სტეფანე და სამი გოგო აირჩიეს.
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (50)