მზად ვარ, მივიღო ახლავე სამსახურში 10-15 ადამიანი ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე, მაგრამ ვერავის ვპოულობ - რას აცხადებს ბიზნესმენი?
„მზად ვარ ახლავე მივიღო სამსახურში 10-15 ადამიანი ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე, მაგრამ ვერავის ვპოულობ“, - განაცხადა BMG-სთან საუბარში ბისზნესმენმა.
მისი თქმით, კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დღეს კადრების დეფიციტი წარმოადგენს, რადგან მუშახელის დიდი ნაწილი ქვეყნიდან მიდის.
„მივიღებდი და მე თვითონ მოვამზადებდი ამ ადამიანებს, მაგრამ ფიზიკურად ვერავის ვპოულობ, არავის უნდა. ვერ ვხდები, როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს უმუშევრობის პრობლემა, როცა მუშახელს ვერ შოულობ. ყველა ცდილობს უცხოეთში წავიდეს ან არ ვიცი, თავს არიდებს. ხელფასებიც დაბალი ნამდვილად არ არის. საშუალო კვალიფიკაციის მქონე ადამიანის ხელფასი საშუალოდ 1500-2000 ლარამდეა. შვეიცარიას, გერმანიას ან ამერიკას რომ გავუტოლდეთ ანაზღაურების თვალსაზრისით, ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ეს გაცემული ხელფასი ხომ საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებაზე ისახება“ , - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
წყარო: tia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (49)