უკრაინის ელჩი საქართველოში: არავის არაფერი აუკრძალავს – ჩარტერული რეისის ფრენის დეტალები არ იყო შეთანხმებული
“ასეთ თემებზე ტელეფონით არ საუბრობენ. არავის არაფერი აუკრძალავს, საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები.
პრობლემა შეექმნა ჩარტერულ რეისს ნებართვის მიღებაზე, რადგან არ იყო წინასწარ შეთანხმებული ფრენის დეტალები და არ ჰქონდა თვითმფრინავს ნებართვა ფრენაზე.
არ იყო არანაირი წინააღმდეგობა,საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები. სხვა მხრივ პრობლემა არ არის, ვის როგორც შეუძლია ისე ეხმარება უკრაინას.
დიპლომატიური თვალსაზრისით პოზიცია გასაგებია, ამას ყველა კარგად ხედავს. მადლიერები ვართ აღმოჩენილი დახმარებისთვის და მადლობელი ვიქნებით ყველა ქმედებისთვის, რაც ომში გამარჯვებაში დაგვეხმარება.” – განაცხადა იგორ დოლგოვმა “მთავარ არხთან”.
წყარო: mediamall.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)