ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან 300-ლარიან ვაუჩერს
პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1ჰა -ზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები.
პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს და მისით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.
ბენეფიციარებს სუბსიდია სპეციალურ აგრობარათებზე ქულების სახით დაერიცხებათ, რომლის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად შეეძლებათ.
პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს, ქვეყანაში სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და აგრარული სამუშაოების მიმართულებით აქტივობის სტიმულირება.
სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში. (ცხელი ხაზი 1501) - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (44)