კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება - რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?


image

დღეს, თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მი­ქა­ი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ 2021 წელს, 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­გეგ­მა, რაც ათე­უ­ლო­ბით წლის წი­ნან­დელ კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა.


  • და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი და "შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა"

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმებ­მა - გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა - გა­ნიზ­რა­ხეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლის, ნი­კო­ლო­ზის მკვლე­ლო­ბა. მო­ტი­ვი: მათი მა­მის, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, და­ვით კა­კუ­ლი­ას გამო შუ­რის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც 2001 წელს მოს­კოვ­ში მოკ­ლეს. კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ამ მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თად სწო­რედ გია კვა­რა­ცხე­ლია მი­იჩ­ნე­ო­და.

ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი


  • ბუსა ჟვა­ნი­ას როლი: პრო­კუ­რა­ტუ­რის თქმით, ის იყო "შუ­ა­მა­ვა­ლი" მკვლე­ლებ­სა და შემ­კვე­თებს შო­რის?

საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით:


კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება - რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

დღეს, თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მი­ქა­ი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ 2021 წელს, 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­გეგ­მა, რაც ათე­უ­ლო­ბით წლის წი­ნან­დელ კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა.

ნიკო კვა­რა­ცხე­ლია


  • და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი და "შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა"

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმებ­მა - გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა - გა­ნიზ­რა­ხეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლის, ნი­კო­ლო­ზის მკვლე­ლო­ბა. მო­ტი­ვი: მათი მა­მის, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, და­ვით კა­კუ­ლი­ას გამო შუ­რის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც 2001 წელს მოს­კოვ­ში მოკ­ლეს. კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ამ მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თად სწო­რედ გია კვა­რა­ცხე­ლია მი­იჩ­ნე­ო­და.

ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი


  • ბუსა ჟვა­ნი­ას როლი: პრო­კუ­რა­ტუ­რის თქმით, ის იყო "შუ­ა­მა­ვა­ლი" მკვლე­ლებ­სა და შემ­კვე­თებს შო­რის?

საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით:

"გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა მათ მე­გო­ბარს ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას გა­ან­დეს და შე­თან­ხმდნენ მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ამ და­ი­წყო და­ნა­შა­უ­ლის ამსრუ­ლებ­ლის მო­ძი­ე­ბა, რა მიზ­ნი­თაც იგი მის ნაც­ნო­ბებს ალე­კო ჭე­ლი­ძეს და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, შეს­თა­ვა­ზა მათ ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის შეკ­ვე­თით მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა, რა­ზე­დაც ისი­ნი და­თან­ხმდნენ. ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით, 2021 წლის ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ემ­გზავრნენ ამა­ვე ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებ­თან გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც ისი­ნი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ მი­თი­თე­ბებს გას­ცემ­დნენ".

ამ­ჟა­მად ბუსა ჟვა­ნი­ა­ზე ძებ­ნა ცხად­დე­ბა, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მას 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ეს არ არის პირ­ვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ბუსა ჟვა­ნი­ას საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა.

  • სის­ხლი­ა­ნი ღამე თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში

ბუსა ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დეც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხი მას ყო­ველ­თვის ნი­ჭი­ერ და გა­ნათ­ლე­ბულ ახალ­გაზ­რდად ახა­სი­ა­თებ­და, მისი ცხოვ­რე­ბა არა­ერ­თხელ გა­და­იკ­ვე­თა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლებ­თან.

2020 წლის 2 აგ­ვის­ტოს ბუსა ჟვა­ნი­ამ ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი, ლე­ვან თო­ფა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლში და­ნით მძი­მედ დაჭ­რა. ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­სა­ხელ­და - ბუ­სას ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თო­ფა­ძე­ებ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­საც ჟვა­ნი­ას აგ­რე­სია მოჰ­ყვა.

"ლე­ვა­ნი­კო რო­გორ დაჭ­რი­და, ოთხგან აქვს დანა გარ­ჭო­ბი­ლი, დღეს ძლივს ამო­ი­ღო ხმა. ორ­ჯერ ზურ­გი­დან აქვს დარ­ტყმუ­ლი, ორ­ჯერ კი­სერ­ში. სულ 4 ჭრი­ლო­ბა აქვს ბავ­შვს. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, მთე­ლი ექი­მე­ბი მა­გას და­ვა­სიე. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის ორი მე­გო­ბა­რი ბიჭი და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი 2 სა­ა­თამ­დე იყ­ვნენ რეს­ტო­რან­ში. მერე ყა­ვის და­სა­ლე­ვად ამო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან, თით­ქმის ღა­მის სამი სა­ა­თი იყო. ლე­ვა­ნი­კო მე­ო­თხე სარ­თულ­ზე იყო, ძი­რი­თა­დად იქ არის ხოლ­მე. ალა­ლად გე­უბ­ნე­ბით ყვე­ლა­ფერს. მერე ყავა და­ლი­ეს, მუ­სი­კას უს­მენ­დნენ. გა­და­წყვი­ტეს, წყნეთ­ში წა­ვი­დე­თო, რამ­დე­ნი­მეს იქ აგა­რა­კი აქვს. ამ დროს ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­ი­ნა­ხა, რომ სა­დღაც მი­დი­ან (ერთი სარ­თუ­ლით დაბ­ლა ვართ), გა­ვი­და და ნახა, ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ. მა­რი­ნამ აღარ გა­უშ­ვა, კა­რებ­ში ჩად­გა და უთხრა, აქ დარ­ჩით, აქ მო­ის­ვე­ნე­თო და უკან აიყ­ვა­ნა.

ლე­ვა­ნი­კოს ერთ-ერთ მე­გო­ბარს და­უ­რე­კავს იმ ბუ­სას­თან, ვე­ღარ მივ­დი­ვართ წყნეთ­შიო. იმას უთ­ქვამს, მე მო­ვა­ლო და ვინც კი­ნა­ღამ მო­მიკ­ლა შვი­ლიშ­ვი­ლი, 10 წუთ­ში მო­ვი­და. მერე ლე­ვა­ნი­კოს ის მე­გო­ბა­რი ტი­რო­და, - ეს რა გა­ვა­კე­თე, რა­ტომ დავ­რე­კეო. მო­ვი­და ეს ბუ­საა თუ მუსა და მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ამო­ვი­და. ამ გო­გოს­თან 2 თუ 3 წელი ჰქო­ნია რა­ღაც რო­მა­ნი, რამ­დე­ნი­მე­ჯერ უც­დია მერე ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, ეს გოგო უარ­ზე ყო­ფი­ლა... რომ ამო­ვი­და, გო­გოს ხელი მოჰ­კი­და და წაყ­ვა­ნა და­უ­პი­რა, რა თქმა უნდა, გო­გოს სა­მი­ვე ბიჭი გა­მო­ე­სარ­ჩლა. ჟვა­ნია მთვრა­ლი იყო, თან დანა ჰქონ­და და ჩემს შვი­ლიშ­ვილს ოთხჯერ და­არ­ტყა. სულ სის­ხლით იყო იქა­უ­რო­ბა მოს­ვრი­ლი.“ - ასე იხ­სე­ნებ­და მომ­ხდარს პო­ლი­ტი­კო­სი გოგი თო­ფა­ძე.

ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბუ­სას 3 წელი მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა მან სა­პა­ტიმ­რო­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რა.

  • წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა "ამა­ზონ­ში"

მი­უ­ხე­და­ვად პა­ტიმ­რო­ბი­სა, ბუ­სას დედა, ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და პოს­ტებს შვი­ლის წარ­მა­ტე­ბებ­ზე. მისი თქმით, ბუ­სამ ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­და GMAT-ი უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით ჩა­ა­ბა­რა და მსოფ­ლი­ოს ტოპ 3%-ში შე­ვი­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­გის­ტრა­ტუ­რა და­ამ­თავ­რა და კომ­პა­ნია "ამა­ზონ­ში" მუ­შა­ობ­და.

  • კონ­ფლიქ­ტი გია ბა­რა­მი­ძეს­თან

ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლი კი­დევ ერთ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც 2015 წელს ბა­თუმ­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუ­სამ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მა­მის ყო­ფილ მე­გო­ბარ­სა და თა­ნა­მებ­რძოლს, გია ბა­რა­მი­ძეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ბა­რა­მი­ძემ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რა­მაც ახალ­გაზ­რდა ჟვა­ნია წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა.

  • რა ბედი ელის ექ­სპრე­მი­ე­რის ვაჟს?

ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრალ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა, ვიდ­რე მის წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა შემ­თხვე­ვა. თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა ბუსა ჟვა­ნი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბას და­ამ­ტკი­ცებს, მას ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა ელის, მი­უ­ხე­და­ვად მისი აკა­დე­მი­უ­რი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა.

"ჩემ­მა შვილ­მა მა­გის­ტრა­ტუ­რაც და­ამ­თავ­რა..." - წერ­და ნინო ჟვა­ნია 2024 წლის ზა­ფხულ­ში. დღეს კი მისი შვი­ლი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხად­და.

  • ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ოჯა­ხი: ცხოვ­რე­ბა ტრა­გი­კუ­ლი ღა­მის შემ­დეგ

2005 წლის 3 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია და­კარ­გა, მისი ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სამი შვი­ლი მარ­ტომ გა­ზარ­და - ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, ლიზა და ანა, და უმ­ცრო­სი ვაჟი, ბე­სა­რი­ო­ნი (ბუსა).

ექ­სპრე­მი­ე­რის ქვრი­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებ­და დუ­მილს, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად აქ­ვეყ­ნებ­და შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბებს. ის ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამ­და, რომ ბუსა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდაა და მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს "ცხოვ­რე­ბი­სე­ულ შეც­დო­მებს" უწო­დებ­და.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი - ლიზა და ანა ჟვა­ნი­ე­ბი ძმის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კრი­მი­ნა­ლურ თუ სკან­და­ლურ ქრო­ნი­კებ­ში არა­სო­დეს ფი­გუ­რი­რე­ბენ. მათ და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს. ლიზა ჟვა­ნია აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ანა კი მეტ­წი­ლად ჩრდილ­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს. ორი­ვე მათ­გა­ნი მა­მის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ხში­რად ჩნდე­ბა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ბუ­სას­თვის, რო­მე­ლიც მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, უდი­დეს ტრავ­მად დარ­ჩა. თუმ­ცა, დღეს, რო­დე­საც ექ­სპრე­მი­ე­რის ვაჟს უმ­ძი­მე­სი მუხ­ლით ედა­ვე­ბი­ან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვე­ბი უფრო მწვა­ვედ ის­მის - რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სის შვი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვე­ბის ეპი­ცენ­ტრში?


წყარო: ambebi.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
ვენდეტა “სისხლიანი აგვისტოს” გამო? – რა მოხდა 25 წლის წინ მოსკოვში: ვინ იყო კაკულიების მამა “დათო თბილისკი” და რა არის ცნობილი დედაზე, რომელიც ცნობილი მომღერლის დეიდაა
"ჩემმა 9 და 10 წლის დისშვილებმა მამისგან დამშვიდობება მოისმინეს... არ ესმით, რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია" - ნუნუკა თამაზაშვილის და
ვინ არის ილია თოფურიას ახალი რჩეული - ეს­პა­ნუ­რი მე­დია მის ვინაობას ამხელს
ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ”
"ნია იმნაძის "ოჯახი" სუფრაზეც კი თავს იწონებს, რომ ნიას ვერ დაიჭერენ... არ იქნება სახელმწიფო სამართალი?! იქნება ჩემი სამართალი!" - ეკა კუპატაძე
რეკლამა
პოპულალური
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართველი ექიმი გარდაიცვალა
"ეს არის მეორე ტრაგედია" - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი შვილი, ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას საქმეში, ერთ-ერთ დამკვეთად დაასახელა
2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
მერიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე
„სიძის სიმღერამ 700-კაციანი ქორწილი ფეხზე დააყენა... ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება...“
ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
რა არის ის პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არ ჰქონია
პროკურორი, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას შესახებ, ახალ ინფორმაციას ავრცელებს
თუ ნიმესილი ოდესმე მიგიღია ეს აუცილებლად უნდა იცოდე
რეკლამა