ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, იქნება 20 000 ლარი…


image

ორმაგდება იმ თანხების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული პოლიციელებისთვის, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას.

მისივე თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა და მეხანძრე-მაშველთა ოჯახების კომპენსაციის ოდენობა 30 000 ლარი ხდება.

„კანონმდებლობით ინერგება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სამედიცინო შვებულებას პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ცვლილებები თანაბრად გავრცელდება, როგორც პოლიციელებზე, ასევე მეხანძრე-მაშველებზე“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ეხება. პოლიციის შესახებ კანონპროექტით, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება.

7 000 ლარის ნაცვლად, პოლიციელს გადაეცემა 20 000 ლარი, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10 000 ლარი. კანონს დაემატება შვებულება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, 15 000 ლარის ნაცვლად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯები განისაზღვრება ორი ათასი ლარის ოდენობით.





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 3

Danelle
Danelle 8 December 2025 04:07
Это одно из лучших игровых сайтов. бонусні коди
Jaunita
Jaunita 12 December 2025 06:53
GawlerEastRealEstate.com.au I'm truly enjoying the design and layout of your website. It's a very easy on the eyes which makes it much more enjoyable for me to come here and visit more often. Did you hire out a designer to create your theme? Excellent work!
Tommy
Tommy 13 December 2025 02:33
Your guides on games are very informative. glory casino apk

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა