გიგა ავალიანის დედამ პირველად ისაუბრა თუ სად იყო წასული მკვლელობის ღამეს მისი შვილი - "ოჯახში გვაქვს ერთი ძალიან ცუდი ტრადიცია და დამღუპა ამ ჩვენმა ტრადიციამ"


image

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ პირველად ისაუბრა თუ სად იყო წასული მკვლელობის ღამეს მისი შვილი. როგორც მისი ნაამბობიდან ვიგებთ, მკვლელობის ღამეს გიგა თავისი დედისთვის დაბადების დღის ტორტის მოსატანად წავიდა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ.

„მე და გიგა სულ ერთად დავდიოდით, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ოჯახში გვაქვს ერთი ძალიან ცუდი ტრადიცია, დაბადების დღეს ვჩუქნით ერთმანეთს ტორტს და რაიმე საჩუქარს. გიგა იმ დღეს ადრე წავიდა ტორტისთვის. დამღუპა ამ ჩვენმა ტრადიციამ. გიგა იმ დღეს წასულა გზით, რომლითაც იშვიათად გადავდიოდით. მას ეჩქარებოდა ტორტის სახლში მიტანა. მე არაფერი მიეჭვია, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გიგა გარდაიცვლებოდა და მე ცოცხალი დავრჩებოდი. 

სულ მიკვირდა დედების, რომლებსაც შვილები უკვდებოდათ და ღამეს საწოლში ათევდნენ. დღეს მე წვეთებს გვერდიდან არ ვიცილებ, რადგან გონზე მოვიდე და ყველა დამნაშავე დაისაჯოს“, – თქვა ტელეეთერში გიგა ავალიანის დედა.

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ,

ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. 


წყარო: resonancedaily.com





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
„ეკა მას, მიყვარხარ... მარტო მათემატიკა კი არა, სწავლა შემაყვარა... ურთულესი ცხოვრება გამოიარა და შექმნა ზღაპარი, რომელიც ვიღაც ვიგინდარებმა წაართვეს...“ - რას ჰყვება ანი ჯავახი გიგა ავალიანის დედის შესახებ
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტის, ნ. ი -ს დედა მიმართვას ავრცელებს - "მივმართავ საზოგადოებას!"
გიგა ავალიანის დედა პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
"10 კაციდან ექვსს ჯადო აქვს გაკეთებული"
რეკლამა
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
"პოლიციელმა მითხრა, ყოველ ღამე 4 ბავშვი კვდებაო, კახეთში 15 მოკვდა იმავე სიტუაციაში... თურმე ჩემს შვილიშვილს 100 ათას ლარზე მეტი ჰქონია გადარიცხული, ეტყობა აგროვებდნენ" - თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა ვიდეომიმართვას ავრცელებს
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
რეკლამა