"10 კაციდან ექვსს ჯადო აქვს გაკეთებული"


image

დღესდღეობით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ ჯადოს არსებობას მაინც ბევრი აღიარებს.

ე.წ. ნათელმხილველების თქმით, ათასგვარი ჯადო არსებობს, მათ შორის, უნაყოფობისა და იმპოტენციის გამომწვევიც; არსებობს ჯადო, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ანგრევს და მის სიკვდილს იწვევს.


მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი:


- ჯადო - ეს იგივე შავი მაგიაა. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც შავი მაგი იყენებს ხმების ვიბრაციას და ენერგეტიკას - პირველ რიგში, ქონისა და სისხლის ენერგეტიკას, რადგან ამ გზით უარყოფითი ენერგიის გადატანა ადვილად შეიძლება.

შავი მაგიის მიმდევრები შელოცვას აწარმოებენ ქონზე, დახოცილი ცხოველების სისხლზე, თმაზე, რომელიც ინფორმაციის კარგი გადამტანია. ეს არის დაბალი რანგის მაგია, მაგრამ არსებობს მაღალი რანგის მაგია, როდესაც ადამიანზე დისტანციური ზეგავლენა ხორციელდება, მაგალითად, ფოტოსურათით. ყველა ვარიანტში, მაგიის პრინციპი ერთია: ადამიანის დაბრკოლება, მისთვის სირთულეების შექმნა და დაღუპვაც კი. ამ დროს შავი მაგი თავისი ენერგეტიკის მეშვეობით ახერხებს შესვლას ადამიანის ენერგოველში და აბინძურებს მის აურას, რომელიც უარყოფითი ენერგიით არის გაჭედილი. ასეთ ადამიანს ეწყება გაუგებრობები, ჯანმრთელობის პრობლემები, პრობლემები პირად ცხოვრებაში, სამსახურში და ვერც კი ხვდება, რატომ აირია მისი ცხოვრება.

როგორ უნდა შევატყოთ, რომ ადამიანი უარყოფითი ენერგიით არის შეპყრობილი? - ასეთ ადამიანს თავისი ნიშნები აქვს: სპეციფიკური სუნი, ძალიან ცუდი ფერის აურა და აბსოლუტურად ჩამქრალი თვალები - ეს არის ნიშნები, რომლის მიხედვითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ვიღაც შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფება.

სამწუხაროდ, ყოველი 10 კაციდან ექვსს შავი მაგია აქვს გაკეთებული. ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ შეიძლება ამ ბოროტების დაძლევა - მხოლოდ დადებითი ენერგიის დახმარებით. მაგალითად, მინერალების გამოყენებით (ყველამ ვიცით, რომ გიშერი ადამიანს ავი თვალისაგან იცავს). ასევე კარგია კონტაქტი ბუნებასთან, რომელიც წმენდს და ასუფთავებს ადამიანის ბიოველს, კარგია მიწის, წყლისა და ცეცხლის ენერგია.

ამის ნათელი მაგალითია სანთლებისა და ნაკურთხი წყლის გამოყენება ეკლესიის მიერ. აქვე გეტყვით, რომ შემთხვევით შავი მაგია არავისზე მოქმედებს. ადამიანმა რაღაცით დაიმსახურა, რომ შავი მაგიის გავლენის ქვეშ მოექცა, პირველ რიგში, თავისი არასწორი ცხოვრებით. ასეთ დროს მან უნდა იფიქროს, რა დააშავა და თავისი ზრახვები, სურვილები და საქციელი ზედმიწევნით აკონტროლოს.

არიან უნიკალური პიროვნებები, პარაფსიქოლოგები და ექსტრასენსები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანს ეს უარყოფითი ენერგია მოუხსნან. მეც ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან კარგად წმენდენ და ასუფთავებენ დაბინძურებულ აურას. ოღონდ, როცა აურის გასაწმენდად ვინმესთან მიდიხართ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის სანდო პიროვნებაა, რომელმაც იცის ცუდი ენერგია როგორ "დაამიწოს". სხვათა შორის, ასეთ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს ეკლესიაც კარგად ეხმარება. ჩემი აზრით, თუ ადამიანი სიკეთეს ემსახურება, სწორი გზით მიდის და არავის არაფერს უშავებს, მასზე უარყოფითი ენერგია ნაკლებად მოქმედებს. (იხილეთ სრულად)





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
"პოლიციელმა მითხრა, ყოველ ღამე 4 ბავშვი კვდებაო, კახეთში 15 მოკვდა იმავე სიტუაციაში... თურმე ჩემს შვილიშვილს 100 ათას ლარზე მეტი ჰქონია გადარიცხული, ეტყობა აგროვებდნენ" - თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა ვიდეომიმართვას ავრცელებს
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რას ამბობს ნინი ბადურაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორზე? – “20-ის ვიყავი თუ 19-ის, როცა უკვე დაიწყეს აქტიურად ამაზე ლაპარაკი და ჭორაობა”
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
რეკლამა