გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტის, ნ. ი -ს დედა მიმართვას ავრცელებს - "მივმართავ საზოგადოებას!"


image

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურანტის, ნ. ი.-ს დედა მიმართას ავრცელებს:

"მე ამდენი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი მეპასუხა იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელიც ისმოდა ჩემი შვილის - ნია იმნაძის მიმართ, თუმცა არ ვსაუბრობდი ვინაიდან ვფიქრობდი, რომ გარდაცვლილეზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს. მე არ მინდოდა საზოგადოებისათვის მგრძნობიარე სიტუაციის უფრო სენსიტიურად ქცევა და მიუხედავად ჩემი შვილის სიმართლისა ვითვალისწინებდი საზოგადოების წინასწარგანწყობას, რომელსაც ყოველთვის აქვს ემპათია გარდაცვლილის

ოჯახის მიმართ, ამიტომ ვდუმდი. ჩვენ პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით, რომ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებისათვის მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ ჩემი შვილის ნიას უდანაშაულობაში - თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეკა კუპატაძემ იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და დეტალურად იცნობს საქმის მასალებს, მას საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში. მე ვფიქრობდი, რომ როდესაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ნახავდნენ საქმის მასალებს დარწმუნდებოდნენ, რომ ჩემი შვილის მიმართ ბრალდებები მკვლელობის შეკვეთანსთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო. გაშავების შესაძლებლობა აქამდე არ მქონდა?! შენ ვერ მიხვდი ჩემი სიჩუმის რეალურ მიზეზს, არ გაჩერდი, ახლა კი ხალხი მთხოვს პასუხს.მე არ მაქვს საქმის მასალები და ვერ გავასაჯაროვებ! შენ გაქვს! თუ სიმართლეა რასაც ამბობ, ამოიღე როგორც თავად თქვი მეცხრე ტომის 190-200 გვერდები და ვიდეო ჩანაწერი, ხოლო დანარჩენი საქმის მასალა გაასაჯაროვე სრულად, მათ შორის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელიც ადვოკატის თქმით საქმეში უნდა იდოს! არც მე არ მინდა კინო, ისედაც გული მისკდება, რომ ადამიანი გარდაიცვალა, არასრუწლოვნები და მათი ოჯახები გაუბედურდნენ! მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას არ იზამ, იმიტომ რომ იტყუები! შენ ბოროტად იყენებ საზოგადოების თანაგრძნობას და საზოგადოებას აქეზებ, რომ მკვლელობა ჩაიდინონ.

დედის რძე უნდა არწყევინო თურმე ჩემს შვილს იმ სიმართლისთვის რისი აღიარებაც შენ არ გინდა.მივმართავ საზოგადოებას!რა გინდათ ჩემი შვილისგან, რომელიც გიგა ავალიანთან განათლებისათვის, გზის

გაკვალვისთვის მივიყვანე და არა იმისათვის, რომ სექსუალურად შეევიწროვებინა! რისთის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროვებენო?რისთვის ლანძღავთ? ბავშვებს ასწავლით, რომ მათზე 12 წლით უფროსი ადამიანი თუ შეუსაბამოდ იქცევა ხმა არ ამოიღონ?

ეუბნებით, რომ ყველა შემდგომი შედეგი მათი პასუხისმგებლობაა? გაჩუმდნენ და მოითმინონ? ისე გადაუარეთ ჩემს შვილს, რომ არც კი გიკითხავთ იცოდა თუ არა რაიმე ან ვინმეს დაავალა თუ არა რამე? გაასაჯაროვე საქმის მასალები და თუ შენს მიერ ნათქვამი სიტყვები რეალური აღმოჩნდება, მე ჩემს შვილს ჩემი ხელით მივიყვან პოლიციაში!" - წერს თამუნა იმნაძე.

ცნობისთის, გიგა ავალიანს თავს რამდენიმე არასრულწლოვანი 1-ელ ოქტომბერს დაესხა, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ის კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში, რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.


წყარო: palitravideo.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართველი ექიმი გარდაიცვალა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გიგა ავალიანის დედას მიმართავს
კიბოს 3 ნიშანი, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს
ცნობილია მუხრანში მოკლულების ვინაობა - "მკვლელი ფეხით გადაადგილდებოდა, ორივე მანქანაში ჩაცხრილა..."
ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის – ექიმების განმარტება
პროკურატურა ძალადობის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს - უწყება გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 5 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება
ოჯახური დავა დასრულდა! - სასიხარულო ინფორმაცია ილია თოფურიასა და მის ყოფილ ცოლზე
რა ვიდეო გააზიარა გარდაცვალებამდე საათებით ადრე ბექა გოცირიძემ ?
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვალში ფინანსურად განსაკუთრებით გაუმართლებს
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა პროკურატურის გავრცელებულ კადრებზე კომენტარს აკეთებს
რეკლამა