„უცებ მეუბნება: მე, ანრის დედა ვარო… იმ წამს ისე შემრცხვა, რომ ამდენ ხანს ვეკამათებოდი“ – ნათია ცეცხლაძე გარდაცვლილ კომპოზიტორზე


image

24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. 🙁
მომხდარს სოციალურ ქსელში ინფლუენსერი ნათია ცეცხლაძე ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

იგი იხსენებს ანრი ჯოხაძის კონცერტის დღეს, როდესაც კომპოზიტორი გაიცნო. მისი თქმით, მაშინ მივხვდი, რომ მის წინ იჯდა არა უბრალოდ დედა, არამედ ანრის ყველაზე ერთგული და უანგარო ფანი.

„ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ ამ ქალბატონზე… შარშან ანრი ჯოხაძის კონცერტზე მე და გუჯამ ბილეთები ვიყიდეთ. პირველ რიგში, პირდაპირ შუაში ავიღე ორი ადგილი — ანრის კარგად უნდა ვუყურო-მეთქი.რომ მივედით, ჩემს ადგილზე სხვა დამხვდა — ეს ქალბატონი და კიდევ ერთი ადამიანი მის გვერდით. ვკითხე, ხომ არ შეგეშალათ ადგილი-მეთქი, ეს ჩემი ნომერია. — არა, არ შემშლია — მიპასუხა. ვთხოვე, იქნებ ბილეთები გადაგემოწმებინათ, ეს ადგილი ჩემია-მეთქი… უცებ მეუბნება: — მე ანრის დედა ვარო… ძალიან მეზარებოდა დღეს წამოსვლა, მაგრამ ანრიმ გინდა თუ არა, უნდა მოხვიდეო იმ წამს ისე შემრცხვა, რომ ამდენ ხანს ვეკამათებოდი ჩემს ადგილზე. — დაჯექი, შვილო — მითხრა, გვერდით დამისვა და ანრიზე საუბარი დაიწყო. ისე თბილად იხსენებდა, ისე ამაყად და სიყვარულით აქებდა… მაშინ მივხვდი, რომ მის წინ იჯდა არა უბრალოდ დედა, არამედ ანრის ყველაზე ერთგული და უანგარო ფანი.დღეს ვნახე ანრის დადებული ფოტო, რომ დედა გაუფრინდა… მჯერა, დედები არ კვდებიან. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, სადაც არ უნდა იყვნენ.ამ ქალბატონს იმდენი სიყვარული და სიამაყე ჰქონდა გულში, რომ დარწმუნებული ვარ — ის სულ შენს გვერდით იქნება, ანრი. გაუფრთხილდით დედებს“, – წერს ნათია ცეცხლაძე. ❤





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა