რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა


image

დაბალ ტემპერატურაზე, კერძოდ 40 გრადუსზე, ტანსაცმლის რეცხვა ხშირად შეიძლება სრულიად არაეფექტური აღმოჩნდეს და სასურველი შედეგი ვერ მოგვცეს.

როგორც წესი, ტანსაცმლის გარეცხვამდე ვამოწმებთ მის ეტიკეტს და თუ 40 გრადუსზე რეცხვა დაშვებულია, ავტომატურად ამ ტემპერატურას ვირჩევთ. თუმცა რეალურად, სპეციალისტების თქმით, 40 გრადუსზე რეცხვა ხშირად დროის კარგვაც კი არის და ზოგ შემთხვევაში ტანსაცმელს ზიანსაც აყენებს.
საქმე ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 40 გრადუსი საკმაოდ რბილი ტემპერატურაა და ქსოვილის უმეტესობისთვის უსაფრთხოდ ითვლება, ლაქების სრულად მოსაშორებლად ხშირად გვიწევს უფრო ძლიერი რეჟიმის ან მეტი სარეცხი ფხვნილის გამოყენება. ეს კი ტანსაცმლის ქსოვილს სწრაფად აცვეთს და ეკონომიურადაც არ არის გამართლებული.

გარდა ამისა, სარეცხი საშუალების ჭარბი რაოდენობა ქსოვილზე ნარჩენებს ტოვებს, რაც ტანსაცმლის დამატებით დაზიანებას იწვევს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ 40 გრადუსზე რეცხვა ბაქტერიების სრულად განადგურებას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ამისთვის უფრო მაღალი ტემპერატურაა საჭირო.

ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ასეთ ტემპერატურაზე ლაქები ქსოვილს ბოლომდე არ სცილდება და სარეცხის ხელახლა გარეცხვა ხდება საჭირო. დამატებითი ციკლი კი ტანსაცმელს კიდევ უფრო აზიანებს.

ექსპერტები კიდევ ერთ შეცდომაზეც ამახვილებენ ყურადღებას — სწრაფი ციკლის ხშირ გამოყენებაზე. მათი თქმით, ეს რეჟიმი მხოლოდ მსუბუქად გამოყენებული ტანსაცმლისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად ბლუზებისთვის, პერანგებისთვის ან მაისურებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იცვლება და არც ძლიერი სუნი აქვს და არც რთული ლაქები.

თუ ტანსაცმელი მართლაც ჭუჭყიანია და სერიოზულ გაწმენდას საჭიროებს, სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ უპირატესობა უფრო მაღალ ტემპერატურაზე რეცხვას მიენიჭოს. რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, მით ეფექტურად იშლება ჭუჭყი და ბაქტერიები.
ეს განსაკუთრებით ეხება თეთრეულსა და პირსახოცებს — ექსპერტების თქმით, ასეთი ნივთები 60 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ უნდა გაირეცხოს, რადგან სწორედ ამ პირობებში ხდება მათი ჰიგიენურად და სრულფასოვნად გაწმენდა.

წყარო: ​primetime.ge​​​





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ასე მგონია, ჩემთვის გაჩნდი...“ - შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღე და კადრები კომოს ტბიდან
ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
9 ნათესავი, რომლებსაც 50 წლის შემდეგ უნდა მოერიდოთ
„სრულიად საქართველოს ეხება!“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
"ქვაზე იჯდა და გაქრაო, ასე მითხრეს... ვინც მასთან ერთად იყო, ყველამ დამბლოკეს" - რას ჰყვება დედა, რომელიც 12 წლია, რაც ექსკურსიაზე, მოულოდნელად გაუჩინარებულ შვილს ეძებს
„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
რეკლამა