მეუფე ისაია მეუფე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს


image

მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.


ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და საერთოდ განიხილავს თუ არა თავის კანდიდატურას, რომ კენჭისყრაზე დადგეს.


„ამ საკითხზე მე არავისთან მისაუბრია“, – მისწერა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა ისაიამ.


დამაზუსტებელ კითხვაზე კი მოგვწერა, “თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?”.


ერთ-ერთი პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ კანდიდატურა მოხსნა, რასაც ის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელესახე, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) იყო. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უთხრა, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ თავის კანდიდატურა მოხსნა.


„ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები. დიდი მადლობა მეუფეო, რომ თქვენ არსებობთ და ეს მაგალითი მიეცით ყველას, რა უნდა გააკეთოს სინოდის წევრებმა. ჩუმად გააკეთეთ, მაგრამ ძალიან მაგარი რამე გააკეთეთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.


წყარო: palitravideo.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები აპრილსა და მაისში
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რეკლამა